“იუნაიტედი” კავანის არ ეშვება
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დევიდ მოიესის გაშვების შემდეგ, კლუბს მიეცა შანსი ედინსონ კავანისთვის იბრძოლოს.
ამჟამად “წითელი ეშმაკები” ახალი მწვრთნელის ძებნაში არიან და სრულიად შესაძლებელია, რომ მათ სამი თვე მოუხდეთ ლოდინი, ვიდრე იპოვნიან. როგორც მაგალითად ლუი ვან გაალის შემთხვევაში.
მთელი ამ დროის განმავლობასი კი სულაც არ აპირებს “იუნაიტედი” გულხელდაკრეფილი ჯდომას. აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს სურს ისეთი ფეხბურთელების შეძენა, რომელზე უარს არც ერთი მწვრთნელი არ იტყვის.
ამგვარად “იუნაიტედმა” ფაქტიურად უკვე მოახერხა ლიუკ შოუს შეძენა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მცველია და რომლის საფასურიც 30 მლნ. ფუნტია.
The Guardian – ის მტკიცებით “იუნაიტედი” კავანისთვისაც იბრძოლებს. ვუდროვრდისთვის ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ხელმისაწვდომი იქნება 60 მლნ. ფუნტის სანაცვლოიდ.
გამოცემის თანახმად “იუნაიტედმა” კიდევ ერთ ფეხბურთელთან შეათანხმა ტრანსფერი, თუმცა მისი სახელი არ მჟღავნდება. “იუნაიტედის” სახელს აქტიურად უკავშირდება ცესკ ფაბრეგასი, ტონი კროოსი, მარკო როისი და ვილიამ კარვალიუ.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/