ფრაიბურგს მეჰმედის შენარჩუნება სურს
გერმანული “ფრაიბურგის” სპორტულმა დირექტორმა იოჰენ ზაიერმა განაცხადა, რომ კიევის “დინამოს” საკუთრებაში მყოფი ფორვარდის ადმირ მეჰმედის შენარჩუნება სურს.
შვეიცარელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ითამაშა და 11 გოლი გაიტანა.
“იმედი მაქვს, რომ ადმირი მომავალ წელსაც ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს. ამის სურვილი ჩვენც გვაქვს და ფეხბურთელსაც” – განაცხადა ზაიერმა.
მეჰმედის სატრანსფერო ღირებულება ოთხი მილიონი ევროა.