დასკვნით წრეში ცხინვალის „სპარტაკთან“ შეხვედრამდე
26 აპრილს, მიმდინარე უმაღლეს ლიგაში დასკვნითი წრის მატჩები გაიმართება. 7-12 ადგილებზე მყოფ გუნდებს შორის მორიგი ტურის რიგითი შეხვედრა შედგება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, სადაც ქუთაისის „ტორპედოს“ ცხინვალის „სპარტაკი“ დახვდება. თამაშის დასაწყისი – 16:00 საათია.
ავად თუ კარგად მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურიღა დარჩა და გადამწყვეტი მატჩებიც წინ გვაქვს. გარკვეული მიზეზის გამო ყურადღებას მხოლოდ ქვედა ექვსეულზე გავამახვილებთ, სადაც ერთი შეხედვით, საშიში ზონიდან თავის დაღწევაში სასწაულის იმედად არის აუტსაიდერი მარტვილის „მერანი“, აი, ბოლოდან მეორე ადგილზე გამსვლელი გუნდის ვინაობა კი კვლავაც უცნობია. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ყველაზე მწვავე ორთაბრძოლა „ზუგდიდსა“ და „სპარტაკს“ შორის უნდა შედგეს, მაგრამ დაქვეითების საფრთხე ნაკლებად, თუმცა ჯერ კიდევ მაინც, სხვა გუნდებსაც ემუქრებათ. რაც შეეხება ჩვენს მომდევნო მეტოქეს, კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ქვედა ექვსეულში მყოფ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ცხინვალის წარმომადგენლებმა 15 შესაძლებლობიდან 11 ქულა მოაგროვეს და დღემდე 5-მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვთ, თანაც, ისეთ მოწინააღმდეგეებს მოუგეს, რომლებიც ცხრილში მათზე ზემოთ არიან: „ტორპედოს“(2:0),„დილას“(3:1), „ვიტ ჯორჯიას“(2:0), ხოლო ფრეები კი აუტსაიდერებთან ითამაშეს: „მერანთან“(0:0) და„ზუგდიდთან“(1:1). რევაზ ძოძუაშვილის შეგირდებმა იმისთვის, რათა ჩემპიონატის ფინიშზე თავი მშვიდად იგრძნონ, შაბათს, გამარჯვება დაეხმარებათ.
დამდეგ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო მხოლოდ „სპარტაკიდან“, გიორგი თექთურმანიძის სახით ეყოლება დანაკლისი.
როგორც ზემოთაც ჩანს, წელს, „ტორპედოს“ განახლებული შემადგენლობა ერთხელ უკვე შეხვდა „სპარტაკს“. თითქმის ერთი თვის წინ, „მიხეილ მესხზე“ ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვებული სწორედ ჩვენი მეტოქე გამოვიდა, ზეგ კი ქუთაისელებს რევანშის შესაძლებლობა მიეცემათ. ქვემოთ ქრონოლოგიურად იხილეთ მიმდინარე სეზონში სპარტაკელებთან გამართული ყველა მატჩის პროტოკოლი:
ჩემპიონატი, „სპარტაკი“ – „ტორპედო“ 0:1 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=204
თასი, „ტორპედო“ – „სპარტაკი“ 2:2 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=208
თასი(საპასუხო), „სპარტაკი“ – „ტორპედო“ 2:2 (პენ 5:6) – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=213
ჩემპიონატი, „ტორპედო“ – „სპარტაკი“ 1:0 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=218
ჩემპიონატი, „ტორპედო“ – „სპარტაკი“ 0:2 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=237
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან,ქუთაისის “ტორპედო” (პირველ სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის სახელი “ქუთაისი” იყო) ცხინვალელთასახელით მოთამაშე სამ გუნდსაა(„ლიახვი“, „ცხინვალი“ და „სპარტაკი“) შენახვედრი. სულ გუნდებს შორის 14მატჩია(1-შიც კი „ლიახვი“ არ გამოცხადდა) გამართული, აქედან 8 „ტორპედომ“ მოიგო, 3 ფრედ დასრულდა, 3-ში კი ცხინვალელებმა გაიმარჯვეს. ბურთების ბალანსშიც უპირატესობა ქუთაისელებს აქვთ – 20:8.
ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისელებმა ცხინვალური გუნდი 1990 წლის 25 ივნისს დაამარცხეს – 6:0, ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება კი 2007 წლის 5 ნოემბრით თარიღდება – 0:4.
აქვე გთავაზობთ „ტორპედოს“ მეგოლეებსაც, რომლებსაც ჩემპიონატების მატჩებში სხვადასხვა დროს ცხინვალური გუნდების კარი აქვთ აღებული:
2 გოლი – გრიგოლ თევზაძე, ლაშა კემუხტაშვილი, ნიკა საბანაძე, თენგიზ ჩიკვილაძე
1 გოლი – თემურ ფაიქიძე, იასონ ბზიკაძე, როსტომ თორღაშვილი, გიორგი დარასელია, ლევან კორღალიძე, გიორგი ყიფიანი, რევაზ კვერნაძე, მამუკა ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე თარხნიშვილი, თორნიკე კაპანაძე.
FCTorpedo.GE