სერია A – პრევიუ
სერიას მთავარი ინტრიგა მილანური კლუბების საევროთასო პოზიციისთვის ბრძოლაა. მოახლოებული ტურის ცენტრალური მატჩები რომსა და ნეაპოლში შედგება.
რომა – მილანი
იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტური დღეს რომში აიღებს სტარტს, სადაც ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს “რომა” და “მილანი” დაუპირისპირდებიან.
რომალებს მეორე ადგილი ფაქტობრივად განაღდებული აქვთ. რჩება ჩემპიონობის თეორიული შანსიც, თუმცა ეს ნაკლებად რეალურია.
“მილანს” კი ქულები ჰაერივით ესაჭიროება. ზეედორფის გუნდი ბოლო დროს შესანიშნავად ასპარეზობს და გამარჯვებების სერიის გაგრძელებას რომში შეეცდება.
ინტერი – ნაპოლი
მილანში “ინტერი” მესამე პოზიციაზე გამაგრებულ “ნაპოლის” მიიღებს. მაცარის გუნდს რთული კონკურენ “მილანზე” არანაკლებ რთული შეხვედრა ელის, თუმცა “ინტერი” სახლში თამაშობს, რაც მას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მილანელები შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან. ბოლო ორ შეხვედრაში მოპოვებული ექვსი ქულა მაცარის შეგირდებისთვის და თავად სპეცილიასტისთვისაც ძალიან მნიშნველოვანი იყო.
სასუოლო – იუვნეტუსი
ტურის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი რეჯიო ემილიაში გაიმართება, სადაც აუტსაიდერ “სასუოლოს” ტურინის “იუვენტუსი” ესტუმრება.
მასპინძლებს ამ შეხვედრაში ქულები ჰაერივით ესაჭიროებათ, რადგან “სასუოლო” გავარნის ერთ-ერთი კანდიდატია. დი ფრანცესკოს გუნდის შანსებს ის ფაქტი ზრდის, რომ “იუვემ” ევროპის ლიგაზე საკმაოდ მძიმე მატჩი გადაიტანა და დიდი ალბათობით განმეორებითი შეხვედრის წინ ლიდერებს დასვენების საშუალებასაც მისცემს.
25/04/14
26/04/14
27/04/14
28/04/14