პრიმერა დივიზიონის პრევიუ
პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე ოთხი ტური რჩება. შესაბამისადნ დაძაბულობა სატურნირო ცხრილში კულმინაციას აღწევს.
რეალი – ოსასუნა
მადრიდის “რეალი” “ბაიერნთან” მძიმე მატჩის შემდეგ პრიმერა დივიზიონს უბრუნდება, რომლის ფარგლებშიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ოსასუნას” უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ პირველი წრის მატჩში, რომელიც პამპლონაში გაიმართა, მადრიდელებმა საკმაოდ მნიშნველოვანი ქულები დაკარგეს, თუმცა რთული წარმაოსადგენია, რომ “ოსასუნამ” “რეალის” შეჩერება მეორედაც მოახერხოს.
ვალენსია – ატლეტიკო
ევროპული ნახევაფინალების შემდეგ “ვალენსია” და “ატლეტიკო” საშნაო ასპარეზს უბრუნდებიან სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან.
დიდი ალბათობით, ორივე გუნდის მწვრთნელები წამყვან მოთამაშეებს დაასვენებენ და თავის გამჩენის შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცემენ. თუმცა, ეს ფაქტი აღნიშნულ შეხვედრას მნიშვნელობას არ უკარგავს. “ვალენსიასაც” და განსაკუთრებით “ატლეტიკოს” გამარჯვება აუცილებლად სჭირდებათ.
ბილბაო – სევილია
ტურის ცენტრალურ მატჩს ბილბაო უმასპინძლებს სადაც სტუმრად “სევილია” ჩავა. აღნიშნული მატჩი ამ გუნდებისთვის ფინალის ტოლფასია. “ბილბაო” მეოთხე პოზიციაზეა განლაგებული და “სევილიას” მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.
უნაი ემერის შეგირდები სეზონის ფინიშზე შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, რასაც მათი “პრიმერული” პროგრესი და ევროპის ლიგაზე წარმატებული ასპარეზობაც ადასტურებს.
ამ გუნდების სევილიაში გამართული პირველი წრის მატჩი საბრძოლო ფრით, 1:1 დასრულდა.
25/04/14
26/04/14
27/04/14
28/04/14