U16 – მაკედონიიდან მეორე ადგილით
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მაკედონიაში გამართული “Development Cup”-დან მეორე ადგილით დაბრუნდა.
ჩვენმა გუნდმა სულ სამი შეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში, გოჩა ტყებუჩავას ფეხბურთელებმა ირაკლი ბუღრიძის გოლით 1:0 სძლიეს სომხეთის ნაკრებს. კვიპროსის ნაკრებთან მეორე შეხვედრაში, მატჩის ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა. გოლები ლაშა ლეჟავამ და გიორგი არაბიძემ გაიტანეს. პენალტების სერიაში კი, ქართველებმა 4:3 იმარჯვეს.
ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მაკედონიას დაუპირისპირდა. ჩემპიონობისთვის გამარჯვება აუცილებლად გვჭირდებოდა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. გოლები ირაკლი ბუღრიძემ და ნიკა კვანტალიანმა გაიტანეს. საქმე აქაც თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც სამწუხაროდ, აღარ გაგვიმართლა და დავმარცხდით.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა. ტურნირის ბომბარდირი კი, ირაკლი ბუღრიძე გახდა.
სფფ-ის პრესსამსახური