გვარდიოლამ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ბრემენის „ვერდერთან“ ანგარიშით 5:2 მოგებული მატჩის მიუხედავად, თავისი გუნდი გააკრიტიკა.
„ბაიერნში“ მუშაობის პერიოდში პირველად ჩემმა მოთამაშეებმა იმედი გამიცრუეს. ისინი ან კარგად თამაშობენ, ან ცუდად – ეს პრობლემა არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოედანზე ის გუნდი არ იყო, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში ვხედავდით. გულშემატკივრები ასეთი თამაშის ნახვას არ იმსახურებენ, რის გამოც, მსურს, მათ ბოდიში მოვუხადო“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.