ბუნდესლიგის მიმოხილვა
“ბაიერნის” უხვგოლიანი მატჩი, “ბორუსიას” განაღდებული მეორე პოზიცია და 5 საინტერესო ფაქტი ბუნდესგლის 32-ე ტურის შესახებ.
ჩემპიონების რეპეტიცია ბრემენელ მუსიკოსებთან ერთად
“ალიანც-არენაზე” გამართული მატჩი, მიუხედავად უხვგოლიანობისა, საფეხბურთო ზეიმად ვერ იქცა. “ვერდერიც” და “ბაიერნიც” სეზონს ჩემპიონატს მოტივაციის გარეშე ასრულებენ. გარდა ამისა მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ფეხბურთის გარდა სხვა საფიქრალიც ქონდა… მეგობრის, ტიტო ვილანოვას სიკვდილი გვარდიოლას მატჩზე ბოლომდე კონცენტრაციის საშუალებას არ აძლევდა…
როგორც უკვე ავღნიშნეთ, შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. სტუმრები ორჯერ იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში “ბაიერნმა” უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და დიდი ანგარიშით, 5-2 გაანადგურა მეტოქე.
მოპოვებული ვერცხლი და დაკარგული კისლინგი
ტურის ცენტრალური შეხვედრა კონტრასტული გამოვიდა. სანახაობრივი პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში გუნდებმა ტემპი დააგდეს და ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთეს აქცენტი.
შეხვედრაში გასული ოთხივე გოლის წორედ პირველ 45 წუთში ჩაეტია. დორტმუნდელებმა დაცვის მარცენა ფლანგზე შექმნილი პრობლემები აღნიშნულ პოზიციაზე კევინ გროსკროიცის გამწესებით გადაწყვიტეს, რომელიც კლოპის ხელმძღვანელობით ნამდვილ უნივერსალად ყალიბდება.
მასპინძლები მატცის მსვლელიბოსას ორჯერ იგებდნენ, თუმცა “ბორუსიამ” ორივე შემთხვევაში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და ამ ფრით ვერცხლის მედლები ოფიციალურად გაიფორმა. თუმცა, სამწუხაროდ ამ შეხვედრას უსიამოვნო ფაქტის გარეშე არ ჩაუვლია. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა შტეფან კისლინგმა ტრავმა მიიღო და სეზონიც ნაადრევად დაასრულა.
5 ფაქტი ტური შესახებ
“ვერდერმა”, “ჰანოვერმა”, “ფრაიბურგმა” და “აინტრახტმა” ოფიციალურად გაინაღდეს მომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში ასპარეზობა.
მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ფეხბურთელებს “შალკესთან” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში თამაშის წესი არ დაურღვევიათ.
საშა ლევანდოვსკის ხელმძღვანელობით ლევერკუზენის “ბაიერი” 11 მატჩია არ აგებს.
“ჰოფენჰაიმმა” მიმდინარე სეზონში მეოთხე პენალტი ვერ გაიტანა.
სინძი ოკაზაკი – პირველი იაპონელი, რომელმაც ბუნდესლიგაში 14 გოლის გატანა მოახერხა.
25/04/14
26/04/14
გოლები: გებრე სეიასიე 10′ (0:1); რიბერი 20′ (1:1); ჰანტი 36′ (1:2); პიზარო 53′ (2:2); პიზარო 57′ (3:2); შვაინშტაიგერი 61′ (4:2); რობენი 74′ (5:2)
გოლები: პერიშიჩი 3′ (1:0); მეჰმედი 61′ (1:1); პერიშიჩი 70′ (2:1); ტერაცინო 83′ (2:2)
გოლები: ოკაზაკი 30′ ; მორიცი 44′
გოლები: ბრუკსი 61′ ; ალაგუი 77′
გოლები: ბენდერი 7′ (1:0): კირხი 29′ (1:1); კასტრო 35′ (2:1); როისი 39′ (2:2)
27/04/14
გოლები: ალტინტოპი 6′ ; 32′ (2:0); ჰანი 42′ (3:0): ვესტერმანი 44′ (3:1)გოლი: ჰერმანი 35′