მარკოიშვილმა “გალათასარაის” ანკარაში 11 ქულა მიაშველა
თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” გამარჯვება მოიპოვა. სტამბოლელები ანკარაში “ტედ კოლეჯს” შეხვდნენ და ანგარიშით 83:78 იმარჯვეს.
“გალათასარაის” გვარიანად დიდი ჯაფა დაადგა მოსაგებად. ბოლო მეოთხედის წინ სტამბოლელები 14 ქულით აგებდნენ და თითქმის უიმედი სიტუაციაში იყვნენ, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში მაქსიმუმი გააკეთეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. მარკოიშვილის გუნდმა 10-წუთეული 29:10 მოიგო და საბოლოოდ საწადელს მიაღწია.
ქართველმა უკანახაზელმა 24:28 წუთი ითამაშა და 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 სამიანი ჩააგდო. მოგროვებულ 11 ქულას მარკოიშვილმა თითო მოხსნა-პასი მოაყოლა, საუკეთესო შედეგი კი ენდერ არსლანმა აჩვენა 16 ქულითა და 5 პასით.
27 მატჩიდან 17 გამარჯვებით სტამბოლელები მე-5 ადგილზე არიან და დარჩნილ 3 ტურში რაც შეიძლება დაწინაურებას ეცდება, რათა პლეი ოფშს ხელსაყრელ პოზიციაზე შეხვდეს. მორიგ მატჩში, 1 მაისს, “გალათასარაი” “ოლინ ედირნს” უმასპინძლებს.
gbf.ge