პრემიერლიგის მიმოხილვა
კიდევ ერთი ფინალი “ენფილდზე”, გიგზის წარმატებული სამწვრთნელო ფინალი და “მანჩესტერ სიტის” მორიგი გამარჯვება პრემიერლიგის 36-ე ტურის მიმოხილვაში.
ლივერპული – ჩელსი
“ენფილდმა” გასულ ტურში კიდევ ერთ დიდი მატჩს უმასპინძლა. ლივერპულში ლონდონის “ჩელსი” ჩავიდა და მერსისაიდელების ოცნებები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ვინ იცის, რომ არა სტივენ ჯერარდის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაშვებული საბედისწერო შეცდომა, შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად განვითარებულიყო. თუმცა, ფაქტია, რომ “ჩელსიმ” გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობაც ძალიან დაიძაბა. ახლა უკვე “ლივერპული” მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ არის დამოკიდებული.
შეხვედრაში ორივე გოლი არბიტრის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გავიდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე თავი დემბა ბამ გამოიჩინა. შეხვედრის ბოლოს კი, საბოლოო ანგარიში ვილიანმა დააფიქსირა. “ჩელსი” “ატლეტიკოსთან” გასამართ განმეორებით მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.
მანჩესტერ იუნაიტედი – ნორვიჩი
წარმატებული გამოდგა რაიან გიგზის დებიუტი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი რანგში.
მანჩესტერელებმა “ნორვიჩს” უმასპინძებს და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუროვეს. “ეშმაკებმა” რუნის და მატას დუბლებით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელმა ორ-ორი გოლის გატანა საკამოდ პატარა ინტერვალში მოახერხეს.
მოკლედ, “მანჩეესტერმა” გიგზის ხელმძღვანელობით საკმოად ნორმალური შეხვედრა ჩაატარა. ვნახოთ, როგორ წარმაოჩენს თავს გიგზი დარჩენილ ორ შეხვედრაში.
კრისტალ პელასი – მანჩესტერ სიტი
“ლივერპულის” წაგებით შესანიშნავად ისარგებლა “მანჩესტერ სიტიმ”. პელეგრინის გუნდი ლონდონში “კრისტალ პელასს” სტუმრობდა და მორიგი სამი ქულაც მოიპოვა.
ამ მატჩამდე “კრისტალ პელასს” 5-მატჩიანია მოგებათა სერია ჰქონდა, რაც იმის იმედს იძლეოდა, რომ ლონდონელები გაცილებით უფრო ძლიერ მეტოქეს წინააღმდეგობას გაუწევდნენ, თუმცა სტუმრებმა მატჩის დებიუტშივე გამოკვეთეს საკუთარი უპირატესობა.
მეოთხე წუტზე ანგარიში ედინ ჯეკომ გახსნა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი, საბოლოო ანგარიში იაია ტურემ დააფიქსირა.
“სიტი” დარჩენილი მატჩების მოგების შემთხვევაში ჩემპიონობას იზეიმებს. თუმცა, მანჩესტერელებს ორ კალენდარულ შეხვედრასთან ერთად ერთი გადადებული მატჩის ჩატარებაც მოუწევთ.
26/04/14
გოლები: ალცარასი 1′ (ს.კ. 1:0); კოულმანი 31′ (ს.კ. 2:0);
გოლები: დეჟაგა 55′ (1:0); ამორებიეტა 58′ (2:0); იელავიჩი 75′ (2:1); ლონგი 87′ (2:2)
გოლი: როუზი 33′
გოლები: ბონი 10′ (1:0); აგბონლაჰორი 22′ (1:1); შელვი 26′ (2:1); პაბლო ერნანდესი 73′ (3:1); ბონი 90′ (4:1)
გოლი: ბერაჰინო 11′
გოლები: რუნი 41′; 48′ ; მატა 63′; 73′
27/04/14
გოლები: უიკჰემი 26′ ; ბორინი 45′ ; გიაჩერინი 76′ ; უიკჰემი 86′
გოლები: ბა 45+4′ ; ვილიანი 45+4′
კრისტალ პელასი 0-2 მანჩესტერ სიტი
გოლები: ჯეკო 4′ ; ტურე 43′
28/04/14
გოლები: კოშიელნი 26′ ; ოზილი 42′ ; ჟირუ 66′