სერია A – მიმოხილვა
ბრაზილიელი პიანიჩი, კუარდადოს ამაღლებული რეიტინგი და ლუკა ტონის მე-20 გოლი იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის მიმოხილვაში.
უძლური მილანი
რომში “მილანმა” საკუთარ კარში ორი გოლი გაუშვა და მიმდინარე სეზონში მეთორმეტე მარწყი იწვნია. კლარენს ზეედორფის წაუგებელი სერია პირველივე სერიოზულ მეტოქესთან შეხვედრისას დასრულდა.
“მილანს” რომ პირველ რიგში დაცვაში აქვს სერიოზული პრობლემები, ამის დასტური თუნდაც მირალემ პიანიჩის გოლია. ფეხბურთელმა “ბრაზილიური” სლალომით ისე გაიარა საყრდენების და ცენტრალური მცველების ზონა, რომ მას ხელი ფაქტობრივად ვერავინ ვერ შეუშალა.
მილანელებს “რომასთან” შეხვედრაში ფაქტობრივად არაფერი არ გამოსდიოდათნ და მატჩის შედეგიც სავსებით ლოგიკური გამოდგა. საბოლოო ანგარიში ჟერვინიოს დააფიქსირა.
ტურის კიდევ ერთ საინტერესო მატჩში “ინტერმა” “ნაპოლისთან” ფრე ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ მილანურ კლუბებს შორის სხვაობა ექვს ქულამდე გაიზარდა.
კუარდადოს ბენეფისი
კოლუმბიელი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება, ფლორენციული პუბლიკის გახარებას ახარებს. კუარდადომ ფაქტობრივად მარტომ შესძლო “ბოლონიას” დამარცხება. ორ ეფექტურ გოლს შემტევმა ილიჩიჩზე გაკეთებული საგოლე პასი მიუმატა.
“ბარსელონა”, “ზენიტი”, “ბორუსია”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბაიერნი”, “არსენალი” – ეს ის კლუბებია, რომლებსაც კუარდადოსადმი ინტერესი უკვე გააჩნიათ. თუმცა, ფეხბურთელს რომ იოლად ვერავინ ჩაიგდებს ხელში, ეგეც ფაქტია.
ტონი საუკეთესო ბომბარდირად?
“ვერონამ” საკუთარ მოედანზე “კატანიას” დამარცხება მოახერხა დიდი ანგარიშით. მეტოქის კარში ოთხი უპასუხო გოლიდან, ლუკა ტონის ანგარიშზე ორი შედეგიანი დარტყმა იყო. მიმდინარე სეზონში 36 წლის ბომბარდირმა თავისი მე-20 გოლს გატანა მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტონი ლიგის საუკეთესო მეგოლის პრიზის კანდიდატია.
ტონის მთავარი კონკურენტი “უდინეზელი” ჩირო იმობილეა, რომლის ანგარიშზეც 21 გოლია.
25/04/14
გოლები: პიანიჩი 43′ ; ჟერვინიო 65′
26/04/14
გოლები: კუარდადო 23′ ; ილიჩიჩი 34′ ; კუარდადო 87′
27/04/14
გოლები: ტონი 6′ ; 28′ ; მარკინიო 45′ ; გომეს ტალები 74′
გოლები: თერეუ 66′ (0:1); ედერი 81′ (1:1); სორიანო 90′ (2:1)
გოლები: მაური 15′ ; კანდრევა 51′
გოლი: პინილა 35′
გოლები: ელ კადური 15′ ; იმობილე 56′
გოლები: დე შილიე 27′ (0:1); დე ლუკა 82′ (1:1)
28/04/14
გოლები: ზაზა 9′ (1:0); ლონგი 34′ (ს.კ. 1:1); მარკიზიო 58′ (1:2); ლიორენტე 76′ (1:3)