მაიქლ გრინის, ირლანდიელი სპორტულ ნაგებობათა ინჟინრის სამუშაო ვიზიტი
28 და 29 აპრილს, საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით, თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სპორტული კომპლექსებისა და ნაგებობების ინჟინერი, ირლანდიელი მაიქლ გრინი. მაიქლ გრინის დაპროექტებულია დუბლინის ‘ავივა სთედიუმი’, რომელიც 2010 წლის მაისში ოფიციალურად გაიხსნა და 51,700 მაყურებელს იტევს. მაიკლ გრინის სტუმრობის მიზანს ქართული მხარისთვის გამოცდილების გაზიარება და რჩევების მიცემა წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში მაიქლ გრინი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე შეხვდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, აკაკი ლოდიას.
იმ შემთხვევაში თუ საქართველო ეროვნული ნაკრებისათვის გადაწყდება სტადიონის აშენება, მაიქლ გრინისგან მოხდება რჩევებისა და მითითებებს მიიღება საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით – როგორ უნდა შესრულდეს მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რა ტევადობის იქნება სტადიონი, რა ხარჯების გაწევა მოუწევს რაგბის კავშირს და სახელმწიფოს.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ სტუმართან ერთად სტადიონის საკითხის ირგვლივ ყველა საჭირბოროტო თემაზე ისაუბრეს და მოსაზრებები გაცვალეს.
Rugby.GE