მოურინიო: „მატჩის ბედი მცირე დეტალმა გადაწყვიტა“
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.
„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი „პენსიონერთა“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ შეაფასა.
„მატჩში გადამწყვეტი მომენტი იყო. თავდაპირველად მეტოქე გუნდის მეკარემ წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია, შემდეგ პენალტი დაინიშნა, რამაც ინტრიგა მოკლა. ნახევარფინალები მცირე დეტალებისგან შედგება და ეს ის პატარა მომენტი იყო, რამაც დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. ვულოცავ „ატლეტიკოს“. ძლიერი გუნდია, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ფანტასტიურად ასპარეზობს, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი