“დინამოს” მეორე გუნდმა “იმერეთს” 7:0 აჯობა
დინამოს აკადემიის მოედანზე პირველი ლიგის 23– ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე გუნდმა ხონის იმერეთს უმასპინძლა. მატჩი მთლიანად უჩა სოსიაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და დიდი ანგარიშით 7:0 დასრულდა თბილისელთა სასარგებლოდ.
შეხვედრის დებიუტში ბუდუ ზივზივაძემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ძელს გაარტყა ბურთი. საბა ლობჟანიძემ 33– ე წუთზე საჯარიმოს მარცხენა ფრთიდან ტექნიკური და ზუსტი დარტმით გახსნა ანგარიში. ოთხი წუთის შემდეგ გიორგი დიასამიძემ ზუსტად ითამაშა და იმერეთის კარში მეორე გოლი გავიდა. 44– ე წუთზე ზივზივაძემ დამატებაზე ითამაშა და 3:0 გახდა ანგარიში. 55– ე წუთზე ისევ ზივზიძემ მოახერხა გოლის გატანა – 4:0. ორ წუთში კი დინამოს ბომბარდირმა ტექნიკურად ითამაშა, ჰეთ–თრიქი შეასრულა და ჩემპიონატში 23 გატანილი ბურთი დაუგროვდა. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ერისთავმა 63–ე და 86– ე წუთებზე ორჯერ აიღო ხონელთა კარი და შეხვედრაც დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 7:0 დასრულდა.
დინამო–2 7:0 იმერეთი
დინამო–2: დაუშვილი, ჯაფიაშვილი (ა. გურეშიძე 46), სამხარაძე, თათხაშვილი, ბაჩიაშვილი, კვეკვესკირი (გ. გურეშიძე 52), ფალავანდიშვილი (ქაჯაია 46), ჯიშკარიანი, ლობჟანიძე (ვოლკოვი 58), გ. დიასამიძე (ერისთავი 46), ზივზივაძე
იმერეთი: მეძველია, ხელაძე, მანაგაძე, ხარებავა, გენძეხაძე, ჭანკვეტაძე, ტორაძე, გიორგობიანი, გაჩეჩილაძე, ჩიხლაძე, ცაგარეიშვილი
FCDinamo.GE