ბუნდესლიგის პრევიუ
ბუნდესლიგაში გასარკვევი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურის მფლობელის ვინაობა რჩება. დანარჩენ მნიშვნელოვან პოზიციებზე თითქმის ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია.
ბორუსია მ. – მაინცი
მეექვსე პოზიციაზე მყოფი გლადბახელები მეოთხე ადგილს სამი ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე “მაინცს” მასპინძობენ, რომელიც სწორედ მეექვსე ადგილისთვის და ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის.
ერთის მხრივ გლადბახელებს შესატევი აქვთ, რათა მატჩი მოიგონ და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი შეინარჩუნონ, მაგრამ ზედმეტად გახსნილმა თამაშმა შესაძლოა “ბორუსია” ევროპა ლიგის გარეშეც კი დატოვოს. “მაინცი” ფავრის გუნდს სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩება.
შტუტგარტი – ვოლფსბურგი
ჩემპიონთა ლიგაში გასვლის კიდევ ერთი პრეტენდენტი მოახლოებულ ტურში შტუტგარტს ესტუმრება. ადგილობრივი გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის და ეს მიზანიც ფაქტობრივად მიღწეული აქვს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე “შტუტგარტის” პლეი-აუტის ზონაში მყოფ “ჰამბურგს” 5 ქულით უსწრებს. “ვოლფსბურგი” კი, მეხუთეზეა და ერთი საფეხურით წინ მყოფ “ბაიერს” მხოლოდ ქულით ჩამორჩება.
ასე რომ, სტუმრების გამარჯვების შემთხვევაში ინტგრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდება.
აინტრახტი – ლევერკუზენი
ლევერკუზენის “ბაიერი” 33-ე ტურში ფრანქფურტის “აინტრახტს” ესტუმრება და მეოთხე ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.
“აინტრახტს” მიმდინარე სეზონში არც გავარდნა ემუქრება და არც ევროზონაში მოხვედრა. დაჩენილი ტურებში ფრანქფურტელები მაქიმუმ 3 პოზიციით თუ წაიწევენ წინ.
ლევერკუზენელები კი, ჩემპიოთა ლიგაზე გამსვლელ პოზიციაზე იმყოფებიან და დარჩენილი ორივე მატჩის მოგებას შეეცდებიან რათა დაკავებული პოზიცია კონკურენტებს არ დაუთმონ.
03/05/14