ლევანდოვსკის გერმანიის თასის ფინალში თავისი მომავალი კლუბის დამარცხება სურს
დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბს დატოვებს, აცხადებს, რომ მას გერმანიის თასის მოახლოებულ ფინალში თავისი მომავალი კლუბის მიუნხენის „ბაიერნის“ დამარცხება სურს.
„დორტმუნდში ბევრი ვისწავლე და ვიცი, რომ ახლა გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი ვარ, ვიდრე ოთხი წლის წინ ვიყავი. თუმცა მიმდინარე სეზონში სათამაშო კიდევ დაგვრჩა. დორტმუნდში, „ბორუსიას“ ფეხბურთელის სტატუსით, ჩემი ბოლო შეხვედრა უკვე ჩავატარე, თუმცა ბერლინში თამაში ორჯერ მომიწევს. ამ კლუბში გატარებული ოთხი წელიწადი ჩემთვის ფანტასტიკური იყო. აქ ბევრი გოლი გავიტანე და დადებითი ემოციებიც მივიღე. ბუდესლიგა ორჯერ მოვიგეთ და, იმედია, გერმანიის თსსაც მეორედ მოვიპოვებთ. „ბორუსიაში“ ჩემი ისტორია ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.
ალექსანდრე მატევოსოვი