ძანეტიმ კარიერის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა
მილანის “ინტერის” კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. არგენტინელი ბუცემს ლურსმანზე მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დაკიდებს.
“ვგრძნობ, რომ ახლა კარიერის დასასრულებლად საუკეთესო მომენტია. ფეხბურთმა ძალიან ბევრი მომცა და ამ თამაშის ყველა მომენტისგან სიამოვნებას ვიღებდი. 40 წლის ასაკში კარიერის დასრულება შეუფასებელი რამ არის.
ფეხბურთის შემდეგი ცხოვრების არ მეშინია. რა თქმა უდნა, მოედანზე გასვლა, გასახდელები და გუნდური სულისკვეთება მომენატრება” – განაცხადა ძანეტიმ.