საჩემპიონო მატჩი დინამო არენაზე
დღეს, უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულის მატჩები გაიმართება. ყველაზე დიდი ინტერესს, “დინამო არენაზე” გასამართი დაპირისპირება იწვევს, სადაც თბილისის “დინამო” ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებას შეეცდება.
დინამო – ჩიხურა
თბილისი, “დინამო არენაზე”, 19:00
დიდი ალბათობით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ვინაობა დღეს ოფიციალურად გახდება ცნობილი. თბილისის “დინამო” მეთხუთმეტე ჩემპიონობის გაფორმებას “ჩიხურასთან” მატჩში აპირებს.
ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორია მრავალწლიანი არ არის, თუმცა ბოლო წლებში შემდგარი შეხვედრებიდან დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ერთმანეთის წინააღმდეგ გამართული 18 მატჩიდან “დინამომ” 11-ის მოგება შესძლო 5 შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა. “ჩიხურამ” თბილისელების მხოლოდ 2 შემთხვევაში მოახერხა.
თუმცა ამ ორიდან ერთი გამარჯვება ტიტულის მომტანი აღმოჩნდა. “ჩიხურამ” “დინამო” სუპერთასისთვის ბრძოლაში დაამარცხა და ჯილდოს მოგების საშუალება ერთხელ უკვე არ მისცა. ვნახოთ, შესძლებს თუ არა ფრუიძის გუნდი ასეთი რამის განმეორებას.
ერთი სამწუხარო ფაქტიც. შეხვედრას, რომელშიც შესაძლოა ქვეყნის ჩემპიონი გამოვლინდეს, ტელევიზიები პირდაპირ ეთერში არ გადასცემენ…
მეტალურგი – სიონი
რუსთავი, ფოლადი, 17:00
რუსთავი ქვემო ქართულიურ დერბის უმასპინძლებს. ადგილობრივ “მეტალურგს” დაუმარცხებელი “სიონი” ესტუმრება. ლადო ბურდულის გუნდმა მოგებათა 7-მატჩიანი სერია გამოაცხო და ამით დამკაყოფილებას ნამდვილად არ აპირებს.
თუმცა, რუსთავსა და ბოლნისს შორის ხშირ შემთხვევაში ძალიან პრინციპული მატჩები იმართებოდა და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა უდნა იყოს.
გურია – ზესტაფონი
ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 17:00
გასულ ტურში მოპოვებული ულამაზესი გამარჯვების შემდეგ “ზესტაფონი” ლანჩხუთს ეწვევა და ადგილობრივ “გურიასთან” გაარკვევს ურთიერთობებს. გურულები კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე არიან და ასეთ ვითარებაში ფეხბურთზე კონცენტრირება რა თქმა უნდ რთული იქნება.
მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული სამივე მატჩი ზესტაფონელთა გამარჯვებით დასრულდა.