კერიკი: “ნემანია ყველას მოგვენატრება”
გუშინ „ოლდ ტრაფორდი“ კიდევ ერთმა კაპიტანმა დატოვა. მაიკლ კერიკმა გუნდში მის როლზე ისაუბრა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი უწოდა.
„ის ლიდერია და ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რომელიც კლუბს ოდესმე ჰყოლია. საწყენია, რომ ნემანია გვტოვებს, რადგან ის ყველას მოენატრება, როგორც ტოპ კლასის ფეხბურთელი და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი. დარწმუნებული ვარ ფანების დახვედრა მისთვის ამაღელვებელი მომენტი იყო. საერთოდ, ნემანია იშვიათად ლაპარაკობს და გამიკვირდა, რომ მიკროფონი აიღო და გულშემატკივრებს მიმართა. ნათელი იყო, რომ ამ ყველაფერმა ვიდიჩის განწყობაზე დიდი გავლენა მოახდინა. მართალია წინ კიდევ ერთი მატჩია, მაგრამ ეს უკანასკნელი იყო ასეთ განსაკუთრებულ სტადიონზე. ის ყველას მოენატრება.“
მაიკლმა გუნდის ახალგაზრდა დებიუტანტებზეც ისაუბრა.
„ჯეიმსს საოცარი დებიუტი ჰქონდა. ვფიქრობ, ტომმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ისინი მოედანზე გავიდნენ და თავდაჯერებულად მოქმედებდნენ. ვცდილობდი რაც შეიძლება კომფორტულად ეგრძნოთ მათ თავი, ვცდილობდი დამერწმუნებინა ისინი, რომ თავიანთი სტილით ეთამაშათ და ასეც გააკეთეს. მწვრთნელმა მატჩამდე გვითხრა, რომ ისინი შანსს მიიღებდნენ და ძირითადში ითამაშებდნენ. მათ ეს შანსი გამოიყენეს“ – დაასრულა კერიკმა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/