ოზილი პირველი ლონდონური სეზონით კმაყოფილია
“არსენალის” ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა მისი პირველი ლონდონური სეზონი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ის შედეგით კმაყოფილია.
როგორც იცით, არსენ ვენგერის გუნდმა 2013-2014 წლების სეზონში ჯერ-ჯერობით ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო. “მეთოფეები” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალამდე გავიდნენ. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, დიდი ალბათობით შიდა ჩემპიონატში ისინი მე-4 პოზიციას დასჯერდებიან.
თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ “არსენალი” ასოციაციის თასის ფინალშია, სადაც “ჰალ სიტის” უპირისპირდება.
“მართალია ამ სეზონის დიდი ნაწილი გამიცდა, თუმცა “არსენალის” შედეგით კმაყოფილი ვარ. უკანასკნელი 10 წელია გუნდს ტიტული არ მოუგია და ჩვენ დიდი შანსი გვაქვს, რომ ერთ კვირაში ეს სტატისტიკა გამოვასწოროთ.
ჩემთვის სასიამოვნო იქნება, რომ უკვე მე-3 ქვეყნის თასს მოვიგებ”, – განაცხადა მესუთ ოზილმა.
ცნობისთვის, გერმანელს “შალკეს” რიგებში გერმანიის თასი აქვს მოპოვებული, “რეალის” რიგებში ესპანეთის თასი, ახლა კი შეეცდება ინგლისშიც დაეუფლოს თასს.