11 მაისი დინამოს ისტორიაში
კვირას 11 მაისს, დინამოელები ეროვნული ჩემპიონატის 31- ე ტურის შეხვედრას ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავენ.
11 მაისს დინამოელებს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 4 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 17/8 თბილისელთა სასარგებლოდ.
1950 წელს დინამომ 4:1 აჯობა ვოლგოგრადის როტორს. გოლები ჯოჯუამ, ღოღობერიძემ, პაიჭაძემ და მახარაძემ გაიტანეს. ოთხი წლის შემდეგ დინამო ლენინგრადის ზენიტთან 0:3 დამარცხდა. 1975 წელს უგოლო ფრე ტაშკენტის პახტაკორთან. 1979 წელს მტკვრისპირელებმა ჩელებაძის დუბლით და მანუჩარ მაჩაიძის გოლით 3:1 მოუგეს კუიბიშევის კრილია სოვეტოვს. მომდევნო წელს 2:0 მოსკოვის ცსკა- თან. გოლები კი ჩელებაძის და შენგელიას ანგარიშზეა.
1990 წელს სოხუმის ცხუმთან დინამომ 1:1 ითამაშა. გოლი რევიშვილმა გაიტანა. 1995 წელს ისევ ფრე, ამჯერად 2:2 ზუგდიდის დინამოსთან. ჯამარაულმა და დემეტრაძემ გაიტანეს გოლები. 1997 წელს თბილისელებმა ზუგდიდის ოდიშს 5:0 მოუგეს. დემეტრაძის დუბლს, თითო გოლი ყიზილაშვილმა, ჯელაძემ და ხომერიკმა მიამატეს. 2003 წელს ფრედ 0:0 მორჩა ვიტ ჯორჯიასთან მატჩი.
FCDinamo.GE