დინამოს მესამე ცდა და ზუგდიდის ბოლო შანსი
უმაღლესი ლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება. 31-ე ტურის მატჩები დღეს ქვედა ექვსეულში დაიწყება და ხვალ ზედა სექსტეტის შეხვედრებით დასრულდება.
სიონი – დინამო
11 მაისი, “მიხეილ მესხი”, 17:00
თბილისის “დინამო” ჩემპიონობის ოფიციალურად უკვე ორი ტურია უშედეგოდ ცდილობს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთპიროვნულ ლიდერს “ზესტაფონი” წამოეწია და თბილისელებთან სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა.
ტიტულის მოპოვების კიდევ ერთი შანსი ჟვანიას გუნდს კვირას, ბოლნისის “სიონთან” მატჩში ექნება, რომელიც მიმდინარე სეზონში თბილისური გუნდისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა. ერთმანეთის წინააღმდეგ გამართული სამი მატჩიდან ბოლნსელებმა ორჯერ შესძლეს გამარჯვების მოპოვება, დინამომ კი – ერთხელ.
“სიონისა” და “დინამოს” მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს.
მეტალურგი – გურია
11 მაისი, “ფოლადი”, 17:00
3-მატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ რუსთაველებმა გასულ ტურში ბოლნისის “სიონი” დაამარცხეს და ხასიათი ოდნავ გაიუმჯობესეს. მაგრამ, ამით “მეტალურგმა” სეზონის გადარჩენა ვერ მოახერხა. კილასონიას გუნდი ევროთასების გარეშე დარჩა. უარეს მდგომარეობაშია “გურია”. ლანჩხუთელებს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ქულაც კი არ აქვთ მოპოვებული.
მატჩი იმით არის აღსანისნავი, რომ მას ლიტველ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.
ჩიხურა – ზესტაფონი
11 მაისი, ივანწმინდა, 17:00
“ზესტაფონი” “ჩიხურას” თბილისის “დინამოს” კიდევ ერთი წარუამტებლობის იმედით ეწვევა. თბილისელთა ორმა ჩაგდებულმა შეხვედრამ ჩემპიონატში მცირე ინტერიგა მაინც დააბრუნდა და გეგუჩაძის შეგირდებს ტიტულისთვის ბრძოლის თეორიული შანსი მისცა.
თუმცა, შანსს გამოყენება უნდა და “ზესტაფონმაც” პივერლ რიგში საკუთარი მატჩი უნდა მოიგეს. “ჩიხურა” რომ იოლად არავის არაფერს არ დაუთმობს წინა ტურში, “დინამო არენაზეც” ნათლად გამოჩნდა.
ზუგდიდი – მერანი
10 მაისი, განმუხური, 17:00
მეგრული დერბის ფარგლებში “ზუგდიდი” საკუთარ მეოდანზე მარტვილის “მერანს” მიიღებს. გასულ ტურში ცხინვალის “სპარტაკთან” მოპოვებული გამარჯვებით დარასელიას შეგირდებმა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსი დაიტოვეს, რომლის შესანარჩუნებლად მარტვილელების დამარცხება არის საჭირო.
“მერანი” კი, უმაღლეს ლიგას უკვე დაემშვიდობა და დარჩენილ მატჩები მათთვის მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს.
სპარტაკი – დილა
10 მაისი, “მიხეილ მესხი” (სათადარიგო), 17:00
ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი “სპარტაკი” მიხეილ მესხის სათადარიგოზე გორის “დილას” უმასპინძლებს.
გორელებს მიმდინარე სეზონში გადასაწყვეტი მიზნები აღარ დარჩათ. გიგატაძის გუნდის მაქსიმუმი მერვე პოზიციაა, რომელიც მეცხსესგან (სადაც დილა ახლა იმყოფება) დიდად არ განსხვავდება.
“სპარტაკს” კი, უშუალო კონკურენტ “ზუგდიდთან” ოთხქულიანი უპირატესობა აქვს, რაც მშვიდად ყოფნის საშუალებას არ იძლევა, თუმცა არც საგანგაშო ვითარებას ქმნის.
ტორპედო – ვიტ ჯორჯია
10 მაისი, “მიხეილ მესხი”, 19:00
ქვედა ექვსეულის მოწინავე გუნდები ერთმანეთს მიხეილ მესხის მთავარ არენაზე დაუპირისპირდებიან. უმაყურებლოდ გასამართ შეხვედრას არც რაიმე განსაკუთრებული ინტრიგა ახლავს.
ორივე გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია. სეზონის დარჩენილ ნაწილში სავარაუდოდ ახალგაზრდა მოთამაშეებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.