რა წერილი შეუგზავნეს “ფენრებახჩეს” ფეხბურთელებს სათადარიგოთა სკამიდან…
9 მაისს, თურქეთის ჩემპიონატში “ფენერბახჩემ” საკუთარ მოედანზე “კარაბიუკსპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ, “ფენერბახჩემ” თურქეთის ჩემპიონობა გაიანაღდა, ხოლო “გალათასარაის” პირველი ადგილის დაკავების ყველანაირი შანსი ამოეწურა.
თამაშის მიმდინარეობისას, “ფენერებახჩეს” სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს ქაღალდი შეუგზავნეს, რომელზეც ასეთი რამ ეწერა: “ფენერბახჩე” ჩემპიონ”. ყველასათვის მოულოდნელად კი, გუნდის კარის დარაჯმა ქაღალდი ყველას დაანახა.