პრემიერლიგის პრევიუ
დღეს პრემიერლიგის უკანასკნელი ტური შედგება. გადამწვეტი ბრძოლების წინ გთავაზობთ ჩვენს ტრადიციულ და მიმდინარე სეზონის უკანასკნელ პრევიუს.
პრემიერლიგაში ფაქტობრივად ყველა ღირებული პოზიცია უკვე გადანაწილებულია. ღიად მხოლოდ საჩემპიონო საკითხი რჩება. მოგეხსენებათ, რომ ტიტულის მოსაპოვებლად “მანჩსტერ სიტი” და “ლივერპული” იბრძვიან.
სეზონის გადამწყვეტ ნაწილში ორი შეცდომის გამო მერსისაიდელებმა შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან და მანჩსტერელებს პირველი პოზიცია დაუთმეს.
დღეს, “სიტი” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ვესტ ჰემს” მიიღებს. მასპინძლებს საჩემპიონოდ აღნიშნულ შეხვედრაში ერთი ქულაც კი ჰყოფნით. ორივე გუნდი შეხვედრას ფაქტობრივად დანაკლისის გარეშე ხვდება. სტუმრებს მხოლოდ ტრავმირებული ბორიელო ვერ დაეხმარება.
პელეგრინის შანსებს ისიც ზრდის, რომ “ვესტ ჰემი” სეზონის ბოლოს არც თუ ისე კარგ ფორმაშია. უკანასკნელ 5 მატჩში “ჩაქუჩებმა” მხოლოდ 3 ქული მოპოვება შესძლეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გასული ტურის შეხვედრაში დიდი სემის შეგირდებმა ლონდონის “ტოტენჰემის” დამარცხება მოახერხეს.
ლონდონში გამართული პირველი წრის შეხვედრა “მანჩესტერელებმა” დამაჯერებლად, 0:3 მოიგეს.
დააახლოებით იგივე ძალის მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება “ლივერპულს”, რომელიც საკუთარ “ენფილდზე” “ნიუკასლს” უმასპინძლებს. ალან პარდიუს შეგირდებმა კარგად დაწყებული სეზონის მეორე ნახევარი ჩააგდეს. ზედიზედ ექვსი წაგებული მატჩის შემდეგ, ნიუკასლელებმა მხოლოდ გასულ ტურში მოახერხეს გამაჯრვების მოპოვება და “კარდიფ სიტი” პრემიერლიგიდანაც გააგდეს.
“ლივერპული” კი სასწაულის იმედზეა. დიდი ალბათობით დღევანდელ მატჩს როჯერსის გუნდი ადვილად მოიგებს, თუმცა მთავარი ისაა თუ რა მოხდება მანჩესტერში “ეტიჰადზე” გასამართ შეხვედრაში.
11/05/14