პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების პარადოქსი
ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ სპორტის ამ სახეობაში ყველაფერი ხდება. მოვლენები შეიძლება ისე პარადოქსალურად განვითარდეს, რომ წინასწარ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყოს. შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში გუნდს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი ჰქონდეს დაკავებული, თუმცა შემდეგ საუკეთესო ოთხეულში შესვლა სანატრელი გაუხდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით ინგლისის პრემიერლიგა გამოირჩევა. მაგალითად, ლონდონის „არსენალი“ გათამაშების სატურნირო ცხრილს 128 დღე ლიდერობდა, თუმცა შემდეგ ქვემოთ დაეშვა და ერთი პერიოდი მისი საუკეთესო ოთხეულში შესვლა-არშესვლაზე იდგა საკითხი. მაშინ, როცა „მანჩესტერ სიტი“ მხოლოდ 15 დღის განმავლობაში ლიდერობდა გათამაშებას, თუმცა სტაბილურობის ხარჯზე დღეს „ქალაქელები“ კვლავ პირველ ადგილზე არიან და საჩემპიონო ტიტულს ერთი ნაბიჯი აშორებთ.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისის საუკეთესო ოთხი კლუბიდან ის გუნდი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა სატურნირო ცხრილს ოთხეულში ბოლო ადგილზეა და პირიქით, რომელიც ყველაზე ნაკლებ ხანს ლიდერობდა, ახლაც პირველ პოზიციაზეა.
კლუბი: | რამდენი დღე ლიდერობდა სატურნირო ცხრილს: | რა პოზიცია უკავია ახლა: |
„არსენალი“ | 128 | 4 |
„ჩელსი“ | 64 | 3 |
„ლივერპული“ | 59 | 2 |
„მანჩესტერ სიტი“ | 15 | 1 |