დინამო ჩემპიონია
დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული ოფიციალურად გამოვლინდა. თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიგო.
პირველი სახიფათო მომენტი “დინამოს” კართან შეიქმნა, თუმცა მეკარის და მცველების შეუთანხმებელი თამაშით ბოლნისელებმა ვერ ისარგებლეს. სადებიუტო წუთები თბილისელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. მალევე პირველი გოლი ვიხილეთ. მე-12 წუთზე ჩისკოს გადაცემის შემდეგ მერლანთან პირისპირ მერებაშვილი დარჩა. “დინამოელთა” ათიანმა მეკარეც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
გაშვებული გოლის შემდეგ “სიონმა” თამაში გამოასწორა და მცირე უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. აქტიური იყო აფციაური, თუმცა მისი გადაცემები საჯარიმოში ადრესატს ვერ პოულობდნენ.
“დინამო” მეტოქის ასეთ თამაშს მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდა. აქტიურობდნენ დორინ გოგა და მარცვალაძე. გატანა ჩისკოსაც შეეძლო.
39-ე წუთზე მარცვალაძემ საჯარიმოს კუთხეში გრძელი გადაცემა მიიღო, მცველს იოლად გაუმკლავდა და თავისი მორიგი გოლი გაიტანა “დინამო” შემადგენლობაში – 0:2.
მეორე ნახევარი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. “სიონი” ძირითადად მარცხენა ფლანგიდან ცდილობა თამაშის გამწვავებას, თუმცა დამამთავრებელ ფაზაში ბოლნისელთა პრობლემები აშკარა იყო.
ერთ-ერთ ეპიზოდში ნომინალური მასპინძლები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. საჯარიმოში რეხვიაშვილთან ორთაბრძოლაში მოედანზე აფციაური აღმოჩნდა, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელების ნიშანი მისცა.
73-ე წუთზე ოთარ მარცვალაძეს დუბლის შესრულება შეეძლო. სწრაფი შეტევის შემდეგ “სიონის” საჯარიმოში აღმოჩენიმა ფორვარდმა მეტოქე გუნდის მცველები და მეკარე მოატყუა და ეფექტური “პარაშუტით” ბურთი კარისკენ გაუშვა, თუმცა დინამოელთა 20 ნომრის დარტყმული ხარიხას მოხვდა.
ზუსტად 5 წუთში “სიონის” კარში მესამე გოლი მაინც გავიდა. გიორგი მერებაშვილის გადაცემით თავი ჩისკომ გამოიჩინა.
დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.
დინამომ საქართველოშ ჩემპიონი ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა და მატჩის შემდეგ ერთგულ გულშემატკივრებთან ერთადაც იზეიმა.
სიონი 0:3 დინამო
გოლი: 0:1 მერებაშვილი 11’ 0:2 მარცვალაძე 39’ 0:3 ჩისკო 79’
სიონი: მერლანი, ფოფხაძე, ქემოკლიძე (უგულავა 46), აბრამიძე, თოთაძე, კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (ადამია 46), ლობჯანიძე, აფციაური, კახელიშვილი (სამხარაძე 65)
დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ცინცაძე (პაპავა 75), ძარია, გოგა (პაპუნაშვილი 65), ჩისკო, მერებაშვილი, მარცვალაძე
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები