ბუნდესლიგის მიმოხილვა
“ბაიერნის” ზეიმი და ბუნდესლიგის ბოლო ტურის საინტერესო მოვლენები ჩვენს მიმოხილვაში.
ბაიერნმა 24-ე ჩემპიონობა იზეიმა
მიუნხენის “ბაიერნმა” საჩემპიონო სეზონი საკუთარ მოედანზე “შტუტგარტთან” მატჩით დაასრულა. შეხვედრა მასპინძელთა მინიმალური გამაჯრვებით დასრულდა. 92-ე წუთზე კლაუდიო პიზარომ წარმატებული სეზონის ბოლო წუთზე მორიგი გამარჯვება მოუტანა საკუთარ გუნდს.
ფინალური სასტვენის შემდეგ “ალიანც არენაზე” ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. როგორც ყოველთვის, ახლაც გერმანელებმა ტიტული ლუდით აღნიშნეს.
“ბაიერნს” ამ სეზონში კიდევ ერთი მატჩი, გერმანიის თასის ფინალი დარჩა სათამაშო.
გერმანია კობის დაემშვიდობა
ლევან კობიაშვილმა კარიერა დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩით დაასრულა. 36 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბერლინელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით კობიაშვილი ლეგიონერებს შორის მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ კლაუდიო პიზაროს ჩამორჩება.
დორტმუნდელებთან გამართული შეხვედრა მისთვის 350-ე იყო ბუნდესლიგურ კარიერაში.
ბოლო ტურის ინტრიგა
ბოლო ტურის წინ გასარკვევი მე-4 და მე-16 პოზიციებზე გამსვლელი გუნდების ვინაობა იყო.
ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ბრძოლა ლევერკუზენის “ბაიერმა” მოიგო. “ფარმაცეფტებმა” საკუთარ მოედანზე ბრემენის “ვერდერს” მინიმალური სხვაობით სძლიეს და მეოთხე პოზიცია დაიკავეს.
მომდევნო სეზონშ მეორე ვუნდესლიგაში იასპარეზებენ “ნიურნბერგი” და “ბრაუნშვაიგი”. მე-16 პოზიცია და გადათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება “ჰამბურგმა” მიიღო. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ტურში სამივე აუტსაიდერმა წააგო.
10/05/14
გოლი: პიზარო 9+2′
გოლები: მატიპი 6′ (1:0); ნოისტადტერი 45′ (2:0); დრაქსლერი 75′ (3:0); დრმიჩი 90′ (3:1); ობასი 90′ (4:1)
გოლები: გებრე სელასი 21′ (0:1); ტოპრაკ 33′ (1:1); ჰეონგ-მინ სონი 53′ (2:1)
გოლები: ჰუსტი 45′ (1:0); შმიდი 50′ (1:1); რუდნევსი 65′ (2:1): ცულეხერი 78′ (2:2); პრიბი 80′ (3:2)
გოლები: დე ბრუინე 30′ (1:0); კრამერი 64′ (1:1); პერიშიჩი 68′ (2:1); კნოხე 81′ (3:1)
გოლები: რუდი 15′ (1:0); რობერტო ფირმინიო 64′ (2:0); ვოლანდი 70′ (3:0); ჰოჰშეიდტი 88′ (3:1)
გოლები: სოტო 7′ (1:0); ლასოგა 12′ (1:1); მალი 65′ (2:1); ოკაზაკი 82′ (3:1); ილიჩევიჩი 84′ (3:2)
გოლები: ჟოსელუ 15′ (0:1); კლავანი 29′ (1:1); ჰანი 80′ (2:1)
გოლები: ლევანდოვსკი 41′ ; იოიჩი 44′ ; ლევანდოვსკი 81′ ; მხიტარიანი 82′