მარტინო: ყველაფერი “კამპ ნოუს” ხელშია
გუშინ, “ბარსელონა” “ელჩეს” ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა.
ამავდროულად ვერ მოიგო თავისი მატჩი, ვერც “ატლეტიკომაც”, რომელიც “მალაგას” დაუზავდა.
ერთი სიტყვით, ყველაფერი ისევ ისე არის და ლა ლიგის ფინალი “კამპ ნოუზე” გველის.
ამასთან დაკავშირებით, ხერარდო მარტინომ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრებს შეუძლიათ მოაგებინონ კლუბს პრიმერა დივიზიონი.
“ახლა ის მომენტია, როცა “ბარსელონას” გულშემატკივარი ყველაზე მეტად ჭირდება. ამ სეზონში დიდად არ გამოგვიჩენია თავი და მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვართ, თუმცა თუ გულშემატკივარი სათანადოდ დაგვიდგება უკან, ჩვენ მოვახერხებთ პრიმერა დივიზიონის მოგებას.
რა თქმა უნდა, “ელჩესთან” მატჩში მიღებული შედეგით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა ეს შეხვედრა იმაზე გაცილებით რთული გამოდგა, ვიდრე გვეგონა. კარგია, რომ ამ ფრემ გადამწყვეტი როლი არ ითამაშა და კვლავ გვაქვს შანსი”, – განაცხადა მარტინომ.