ბანანების სროლის გამო „ატალანტას“ ფანსექტორი ერთი მატჩით დაიხურება
იტალიის სერია ა-ს დისციპლინარულმა კომიტეტმა „ატალანტას“ ფანსექტორის ერთი მატჩით დახურვა გადაწყვიტა.
ბერგამოელები კლუბთა ფანების მოქმედებისთვის დაისაჯნენ – „მილანთან“ გუშინდელ შეხვედრაში მათ „როსონერის“ ორ ფეხბურთელს კევინ კონსტანტსა და სალი მუნტარის ბანანები ესროლეს.
აღსანიშნავია, რომ „ატალანტას“ ხელმძღვანელობამ ამის გამო მილანურ კლუბს ბოდიში უკვე მოუხადა.
ალექსანდრე მატევოსოვი