პრემიერ ლიგა – 2013-2014
პრემიერ ლიგის 2013-2014 წლების სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში.
“ლივერპული” 24 წელი ელოდა პრემიერ ლიგის მოგებას, თუმცა ჯერარდის ფეხის დაცდენამ მათ ეს ტიტული წაართვა.
ასეა თუ ისე, ჩემპიონი 2014 წელს “მანჩესტერ სიტი” გახდა, მანუელ პელეგრინის გუნდი “ჩელსის” გაუტოლდა 4 თასით.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – უდავოდ: ლუის სუარესი
ლუის სუარესი წელს ინგლისის საუკეთესო და პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ის უკონკურენტო იყო 2013-2014 წლების სეზონში, ბრიტანეთში. როგორც იცით, ურუგვაელ ფორვარდს სეზონის სტარტი გამოტოვებული ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ის მაინც ბომბარდირი გახდა და 30 გოლზე მეტის გატანაც შეძლო დარჩენილ მატჩებში. ცნობისთვის, სტივენ ჯერარდს, რომ თერთმეტმეტრიანი დარტყმები დაეთმო სუარესისთვის, ის 40 გოლზე მეტს გაიტანდა, რაც წარმოუდგენელი შედეგი იქნებოდა პრემიერ ლიგისთვის. იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს და წლის საუკეთესო ფეხბურთელი ედინ ჯეკო ან ია ია ტურე უნდა გამხდარიყო, თუმცა ლუისმა ორივე უკან მოიტოვა.
სეზონის მწვრთნელი – ტონი პიულისი
მიმდინარე სეზონში ბევრი მთავარი მწვრთნელი შესაძლებელი იყო, რომ საუკეთესო გამხდარიყო. მაგალითად, ბრენდან როჯერსი, რომელმაც მე-7 ადგილოსანი “ლივერპული” ლამის ჩემპიონი გახადა. ასევე, პელეგრინი, რომელმაც მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. ასევე, “საუთჰემპტონისა” და “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელები, თუმცა goal.com-მა მიიჩნია, რომ სეზონის მწვრთნელი ტონი პიულისი, რომელმაც სასწაული მოახდინა და “კრისტალ პალასს” ადგილი შეანარჩუნებინა ინგლისის უმაღლეს ლიგაში. როგორც იცით, “პალასი” მთელი სეზონის განმავლობაში ბოლო ადგილზე იყო, თუმცა უკანასკნელ ტურებში მათ არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი მოიგეს და პრემიერ ლიგის მე-11 ადგილზე გადაინაცვლეს.
წლის საუკეთესო გოლი – პაიტიმ კასამი
goal.com-მა სეზონის საუკეთესო გოლად პაიტიმ კასამის მიერ გატანილი ბურთი მიიჩნია. ახალგაზრდა “ფულჰემის” მოთამაშემ, საჯარიმოს ხაზიდან “კრისტალ პალასს” გაუტანა და ის შეხვედრა მისმა გუნდმა 4:1 მოიგო. გოლი ვან ბასტენის სტილში გავიდა.
სეზონის მატჩი – “ლივერპული” 3:2 “მანჩესტერ სიტი”
“ლივერპული” “მანჩესტერ სიტი” მართლაც, რომ სეზონის საუკეთესო მატჩი იყო. ბევრი ამ შეხვედრას პრემიერ ლიგის ფინალად მიიჩნევდა, რადგან “სიტი” მოგების შემთხვევაში, თითქმის ინაღდებდა ტიტულს. ასევე, იყო “ლივერპულიც”(იმდროისთვის). მატჩი დაძაბული გამოდგა, ანგარიში “მერსისაიდელებმა” გახსნეს და მალევე ორამდე გაზარდეს ის. მიუხედავად ამისა “მანჩესტერ სიტიმ” მოახერხა 2 გოლის გატანა, თუმცა საბოლოოდ ფილიპე კოუტინიომ დასვა წერტილი 3:2.
სეზონის ჩაფლავება – დევიდ მოიესი და “მანჩესტერ იუნაიტედი”
2013-2014 წლების პრემიერ ლიგის სეზონში ყველაზე დიდი ფიასკო “მანჩესტერ იუნაიტედმა” და დევიდ მოიესმა განიცადა. გუნდი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონი გახადა ერთი სეზონით ადრე, დევიდ მოიესმა ოთხეულშიც ვერ შეიყვანა. ის ევროპა ლიგაზეც ვერ გავიდა და მე-7 ადგილს დასჯერდა. საბოლოოდ შოტლანდიელი მწვრთნელი გაათავისუფლეს, თუმცა მან “იუნაიტედი” შეარცხვინა.
სეზონის ყველაზე უარესი ფეხბურთელი – მარონ ფელაინი
“მანჩესტერ იუნაიტედმა” მარონ ფელაინის სანაცვლოდ 27.5 მილიონი ფუნტი გადაუხადა “ევერტონს”, თუმცა მან ვერ გაამართლა. goal.com-ი თვლის, რომ ეს ტრანსფერი კატასტროფა იყო, რადგან ბელგიელმა ფეხბურთელმა აფსოლიტურად ვერაფერი ვერ გააკეთა ახალ გუნდში.
სეზონის მომენტი – ჯერარდის ფეხის დაცდენა
2013-2014 წლების საუკეთესო მომენტი უდავოა, რომ სტივენ ჯერარდის ფეხის დაცდენა იყო. ფეხის დაცდენა, რომელმაც “ლივერპულს” ჩემპიონობა დააკარგინა. როგორც იცით, “ჩელსისთან” მატჩის, პირველ ნახევარში, სტივენ ჯერარდს ფეხი დაუცდა, რის შემდეგაც ბურთით მოურინიოს ფეხბურთელები დარჩნენ და გოლი გაიტანეს. ამის შემდეგ ჟოზემ თავის ხერხს მიმართა და მოედანზე “ავტობუსი დააყენა”, რის შემდეგაც გოლის გატანა შეუძლებელი გახდა.