კაგავა მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა შინჯი კაგავამ აღიარა,რომ ის შეეცდება დაივიწყოს მიმდინარე სეზონის წარუმატებლობა,რადგან მაქსიმალურად მზად შეხვდეს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს.იაპონელმა ასევე განაცხადა,რომ მას ეჭვი არ ეპარება მის შესაძლებლობებში.
“მიმდინარე სეზონი ძალიან რთული გამოდგა ჩვენთვის მრავალი თვალსაზრისით.როგორც გუნდმა ასევე მეც არც თუ ისე სახარბიელო სეზონი ჩავატარეთ,რითაც ნამდვილად ვერ ვიქნებით კმაყოფილნი,მაგრამ ამის მიუხედავად ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შემპარვია.პრემიერ ლიგაში ვერ მოვახერხე გოლის გატანა,მაგრამ მე არ დავუშვებ რომ ამ ყველაფერმა ჩემზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს.მე ყოველ ვარჯიშზე 100%-ით ვიხარჯები და ყოველთვის ვცდილობ საკუთარი თავის გაუმჯობესებას.” – განაცხადა იაპონელმა.
“ბოლო 4 წელი მე ევროპაში გავატარე და 3 სეზონი ზედიზედ შევძელი ადგილობრივი ჩემპიონატის მოგება,მაგრამ წარმატების შემდეგ ყოველთვის დგება ის რთული მომენტი რაც ჩვენ მიმდინარე სეზონში გამოვიარეთ.ამ ბოლო 4 წლის მანძილზე ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება და ეხლა უკვე დროა ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო.” – დაასრულა კაგავამ.
შეგახსენებთ,რომ იაპონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბერტო ძაკერონიმ შინჯი კაგავა იმ 23 კაციანი სიაში შეიყვანა,რომლებიც იაპონიის ღირსებას დაიცავენ მსოფლიო ჩემპიონატზე.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/