ლევან კობიაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი
ბერლინის “ჰერტამ” შაბათს ლევან კობიაშვილი ღირსეულად გააცილა. ქართველ ფეხბურთელს გერმანიაში მართლაც შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, რაც ადგილობრივებმა დაუფასეს კიდეც.
თუმცა, კობიაშვილს საქართველოსთვისაც ბევრი უშრომია და მისი გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარების მოთხოვნით გულშემატკივრებმა 10 მაისიდან ხელმოწერების შეგორვება დაიწყეს.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე აქტივობა დიდი არ არის, თუმცა იმედი გვაქვს, რომ წლების მანძილზე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ქართველებიც დავაფასებთ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, რუსთავის ოლიმპის, დინამო თბილისის, ფრაიბურგის, შალკესა და ბერლინის ჰერტას მარცხენაფლანგელის – ლევან კობიაშვილი ქართველმა გულშემატკივარმა სათანადოდ უნდა დააფასოს და გააცილოს საფეხბურთო მოედნიდან. ფეხბურთელი, რომელმაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებული ჰეთთრიქი ჰოლანდიური პსვ ეინდჰოვენის კარში, უდიდესი სიხარულის მომტანო გოლი საქართველო 1:0 ხორვატია. გოლი ოლივერ კანის კარში და კიდევ მრავალი… ლევან კობიაშვილი გერმანიაში დააფასეს. სათანადოდ გააცილეს საფეხბურთო კარიერიდან და იგი იმსახურებს ქართველი ხალხისგან სათანადო გულთბილ და ემოციურ გაცილებას. გავუზიაროთ თითოეულ ჩვენს მეგობარსა და ნაცნობს აღნიშნული პეტიცია. ერთად გადავუხადოთ მადლობა ლევან კობიაშვილს
თქვენი ხელმოწერის დასაფიქსირებლად გადადით ბმულზე