პრიმერა დივიზიონი – პრევიუ
პრიმერა დივიზიონში გადამწყვეტი ტურის დრო დადგა. ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა შაბათს, “ბარსელონას” და “ატლეტიკოს” შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
საჩემპიონო მატჩი
ესპნეთის ჩემპიონატის 37 ტურის შემდეგ ყველაფერს ერთი კონკრეტული მატჩის შედეგი გადაწყვეტს.
“ბარსელონა”, რომელსაც ჩემპიონობის შანსი მოულოდნელად გაუჩნდა საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკოს” მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატის მოგებას მოახერხებს.
თუმცა, მადრიდის “ატლეტიკო” შესანიშნავი სეზონის ტიტულის გარეშე დასრულებას არ აპირებს. სიმეონეს გუნდს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. თუ, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ფინალში აუცილებლად გამარჯვებაა საჭირო, ხვალინდელ შეხვედრაში “ატლეტიკოს” საჩემპიონოდ ფრეც ყოფნის.
გუნდების სათამაშო ფორმაზე საუბარი რთულია. ბოლო ორი ტურია ლიდერები სინქრონულად კარგავენ ქულებს არც თუ ისე ძლიერ გუნდებთან. ამიტომ, გარკვეულ უპირატესობას ვერც ერთი მათგანს ვერ მივანჭებთ.
“ბარსელონა” – “ატლეტიკოს” დაპირისპირება შაბათს, 17 მაისს, თბილისის დროით 20 საათზე აიღებს სტარტს და მას ანტონიო მატეუ განსჯის.
ბრძოლა ადგილის შესანარჩუნებლად
პრიმერაში დასარჩენად ბოლო ტურში ხეტაფე, ალმერია, გრანადა, ოსასუნა და ვალიადოლიდი იბრძოლებენ.
ყველაზე დიდ ინტერესს აუტსაიდერების მატჩებში ორი უშუალო კონკურენტის “ვალიადოლიდის” და “გრანადას” მატჩი იწვევს, რომელშიც უშუალოდ გადაწყდება პრიმერადან გასავარდნი გუნდი ვინაობა.
გადარჩენის კარგი შანსი აქვს “ოსასუნას”. პამპლონელები საკუთარ მოედანზე ბოლო ადგილზე გასულ “ბეტისს” მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ლიგაში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებენ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
16/05/14
2.10 – 3.30 – 3.65
17/05/14
1.42 – 4.80 – 7.70
1.92 – 3.55 – 4.20
1.88 – 3.60 – 4.00
18/05/14
2.05 – 3.50 – 3.50
3.65 – 3.10 – 2.15
2.40 – 3.30 – 2.95
2.25 – 3.25 – 3.25
1.42 – 4.50 – 7.50
1.85 – 3.60 – 4.15