რიო: “ჯერ არაფერი გადამიწყვეტია”
“მომდევნო დღეებში ვაპირებ ჩემი მომავლის გარკვევას და იმას, თუ სად გავაგრძელებ კარიერას. ამაზე ჯერ არ მიფიქრია, რადგან კონცენტრირებული ვიყავი მხოლოდ “იუნაიტედზე” და სეზონის დასასრულზე.”
“ვფიქრობ, რომ ლუი ვან გაალის კანდიდატურა ძალიან კარგია. ის ძლიერი, მომთხოვნი მწვრთნელია, რომელმაც იცის გამარჯვების ფორმულა. სწორედ ასეთმა ადამიანმა უნდა მართოს “მანჩესტერ იუნაიტედი”. ყველა კლუბში, რომელშიც ლუის უმუშავია, მიაღწია კარგ შედეგებს. დარწმუნებული ვარ. რომ ინგლისური კარიერაც წარმატებული გამოდგება მისთვის.”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/