სერია A – პრევიუ
იტალიური ჩემპიონატი დასასრულს მიუალოვდა. სერია A-ში გასარკვევი მხოლოდ ბოლო ევროსაგზურის მფლობელის ვინაობაა.
მეექვსე ადგილი
ბოლო ტურის წინ სერიაში ცნობილია ჩემპიონის, საპრიზო ადგილებზე გასული და გავარდნილი გუნდები ვინაობა. უკანასკნელი სათამაშო დღე მე-6 ადგილის მფლობელის ვინაობას და შესაბამისად ევროპა ლიგის დარჩენილი საგზურის მფლობელს გამოავლენს. აღნიშნულ პოზიციაზე ხუთი გუნდი აცხადებს პრეტენზიას.
ტორინო, პარმა, მილანი, ვერონა და ლაციო 38-ე ტურს იმედით უყურებენ. ამჟამად მეექვსეზე ტურინელები არიან, თუმცა ხვალ მათ ფლორენციაში უწევთ გასვლითი მატჩის თამაში. “ტორინოს” უახლოესი მდევარი “პარმა” კი, საკუთარ მოედანზე ბოლო ადგილზე მყოფ “ლივორნოს” მასპინძლობს. ამ შეხვედრაში მასპინძლების გამარჯვების ალბათობა ძალიან დიდია.
ბომბარდირთა ბრძოლა
იმობილე – 22, ტონი – 20, ტევესი 19. სამი პრეტენდენტიდან ბოლო ტურში მხოლოდ ორი ითამაშებს. პირველ ადგილზე მყოფი იმობილე დისკვალიფიცირებულია და ბოლო ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კარგ ფორმაშია ლუკა ტონი, რომელმაც უკანასკნელ 7 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. ტევესს კი ძალიან უნდა გაუმართლოს.
საჩემპიონო ზეიმი
ტურინში ნამდვილი საჩემპიონო ზეიმისთვის ემზადებიან. ადგილობრივი “იუვენტუსი” ოქროს სეზონს საკუთარ მოედანზე “კალიარისთან” მატჩით ასრულებს.
დიდი ალბათობით ანტონიო კონტე რამდენიმე რეზერვისტს მისცემს საკუთარი შესაძებლობების წარმოჩენის საშუალებას.
საინტერესოა, რომ ამ გამარჯვებით “იუვენტუსი” 100-ქულიან სღვარს გადასცდება, რაც დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
17/05/14
1.88 – 3.50 – 4.15
18/05/14
1.27 – 6.00 – 12.00
2.25 – 3.40 – 3.10
4.20 – 3.75 – 1.80
1.25 – 6.10 – 12.00
1.32 – 5.70 – 9.00
1.50 – 4.50 – 6.20
1.53 – 4.20 – 6.40
3.40 – 3.80 – 1.95
3.65 – 3.35 – 2.05