„ვალენსიას“ ახალი მფლობელი სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი გახდა
სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი „ვალენსიას“ ახალი მფლობელი გახდა.
60 წლის მილიარდერი დღეს დილით კლუბის მფლობელად ოფიციალურად მას შემდეგ დასახელდა, რაც მის სასარგებლოდ ხმა 22-მა ადამიანმა მისცა. ლიმი ამჟამად კლუბის 70%-ს მფლობელია.
აქამდე მილიარდერი „მილანის“ ყიდვაზე ფიქრობდა, თუმცა „როსონერის“ პრეზიდენის სილვიო ბერლუსკონისგან უარი მიიღო.
ალექსანდრე მატევოსოვი