„არსენალს“ მილნერის დამატების ყველაზე მეტი შანსი აქვს
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა კარიერა, შესაძლოა, „არსენალში“ გააგრძელოს.
ლონდონურ კლუბს „ლივერპულთან“, „ტოტენჰემთან“ და „ევერტონთან“ შედარებით 28 წლის მოთამაშის დამატების ყველაზე მეტი შანსი აქვს, რის შესახებაც „The Guardian“-სი წერს.
წყაროს ინფორმაციით, „მეთოფეები„ მილნერის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ. ჯეიმისის სახით ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები მიკელ არტეტასა და მეთიუ ფლამინის პოტენციურ კონკურენტს ხედავენ.
თავად მოთამაშე „ქალაქელთა“ დატოვებას აპირებს და თუ ეს მოხდება, მაშინ ჯო ჰარტი კლუბის ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელი დარჩება.
რაც შეეხება თავად მანჩესტერული კლუის პოზიციას, „სიტის“ მენეჯერებს მილნერის გაშვება არ სურთ და, მზად არიან, მას 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ.
ალექსანდრე მატევოსოვი