ზვიად სიჭინავა: “უმაღლეს ლიგაში გუნდები რაოდენობა ჩვენი გადასაწყვეტია”
დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენცია გამართა და ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სფფ-ს პრეზიდენტმა საინტერესო სიახლეც გვითხრა.
ზვიად სიჭინავა (სფფ-ს პრეზდენტი): ბოლო პერიოდში პრესაში და საფეხბურთო წრეებში მხოლოდ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობაზე საუბარი. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენს პროექტში უმაღლესი ლიგის გარდა სხვა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებიც არის, რომლებიც რატომღაც ყურადღების მიღმა რჩება.
პირველ რიგში ეს 2015 წლის სუპერთასის მატჩია, რომელსაც “დინამო არენა” უმასპინძლებს. აღნიშნული პროექტი სახელმწიფოს გარანტიებით არის აღებული და ჩვენც და სახელმწიფოსაც გარკვეული ვალდებულებები გაგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.
მეორე საკითხი 2017 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაა. ამ ტურნირისთვის ოთხი სტადიონი, რუსთავი, გორი, მცხეთა, მიხეილ მესხი და დინამო არენა გვაქვს შერჩეული. გარდა ამისა, გვსურს, რომ გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში და ზუგდიდში მესამე კატეგორიის სტადიონები იყოს.
ჩვენი პროექტის კიდევ ერთი მნიშნველოვანი დეტალი მასობრივი ფეხბურთია. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთს, რომელიც ძალიან მნიშნველოვანია.
მინდა გითხრათ, რომ თბილისის შემოგარენში ვიწყებთ აკადემიის მშენებლობას, რომელიც 140 ბავშზეა გათვლილი და მოთამაშის სრულ მოზადებას გულისხმობს. თუმცა, გვაქვს სურვილი, რომ ასეთი ტიპის აკადემია საქართველოში მინიმუმ სამი იყოს. თბილისში, დასავლეთში და აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა ეს აკადემიები უფასო უნდა იყოს.
რაც შეეხება საკლუბო თემას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მინდა ავღნიშნო, რომ გუნდების რაოდენობა უმაღლეს ლიგაში ჩვენი გადასაწყვეტია. მონაწილეების ხელოვნურად გაზრდა არ მოხდება. ფაქტია, რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გუნდის არ არსებობის გამო თავს ანებებს ფეხბურთს და ეს პრობლემა გამოსასწორებელია.
გუნდების რაოდენობის გაზრდა პირველ რიგში კლუბების ინიციატივა იყო. საკმაოდ ბევრი სპეკულირებს სპორტული პრინციპის დარღვევის თემით. თუმცა, გუნდების უმაღლესშ 10-მდე, ხოლო პირველ ლიგაში 16-მდე შემცირების შემთხვევაში სპორტული პრინციპი არ დაირღვევა?
ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით: ორ ივნისამდე ყველა ორგანიზაციას, ვისაც აქვს სურვილი ჩაატაროს ეროვნული ჩემპიონატი, გთხოვთ მოგვიტანონ გეგმა, ფინანსური გარანტიები. აღნიშნულ პროექტებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განვიხილავთ.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები