სერია A – მიმოხილვა
“იუვენტუსის” საჩემპიონო ზეიმი, დი ნატალეს ჰეთ-თრიკი და ევროთასების გარეშე დარჩენილი “მილანი” იტალიის ჩემპიონატის 38-ე ტურში.
ტურინული ზეიმი და სოლიდური რეკორდი
“იუვენტუსმა” სეზონი “კალიარის” განადგურებით დაასრულა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ისედაც არც თუ ისე ძლიერი მეტოქე თავისი საბრძოლო შემადგენლობით არ წარსდგა ტურინში.
“იუვენტუსმა” ბოლო ტურის მატჩზე მოსულ გულშემატკივრებს ზეიმი არ გაუფუჭა და პირლოს, მარკიზიოს და ლიორენტეს გოლებით მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა.
აღსანიშნავია, რომ 2013/14 წლევის სეზონში “იუვემ” 102 ქულის მოგროვება შესძლო, რაც იტალიურ ფეხბურთში რეკორდული მაჩვენებელია.
ევროპა ლიგაზე პარმა ითამაშებს
ევროპა ლიგის საგზურ, რომლისთვისაც ბოლო ტურებში დიდი ბრძოლა გაიმართა “პარმას” ერგო. დონადონის წარმატებულმა ცვლილებამ პარმელებს მნიშნველოვანი ქულები მოუტანა. შეცვლაზე შემოსულმა ამაურიმ დუბლი გაიფორმა და “პარმა” ევროპაში გაიყვანა.
თუმცა საფინალო სასტვენის შემდეგ პარმელები ფლორენციაში მიმდინარე “ფიორენტინა” – “ტორინოს” მატჩის შედეგს ელოდებოდნენ. თუმცა, როდესაც დიქტორმა ფლორენციული მატჩის შედეგი გაახმაურა “პარმას” ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ნამდვილი ზეიმი მოაწყეს.
დი ნატალეს ბენეფისი
“უდინეზეს” და “სამპდორიას” უხვგოლიანი ფრით დასრულებული მატჩი დი ნატალეს ნამდვილ ბენეფისად იქცა. ვეტერანმა სამი გოლის გატანა მოახერხა, რამაც კარიერის დასრულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ უბიძგა.
“სამწუყხაროა, რომ სეზონი ახლა მთავრება, როდესაც მე ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მაგრამ ვნახოთ, შესაძლოა თამაში გავაგრძელო” – განაცხადა დი ნატალემ მატჩის შემდეგ.
გოლები: ოკაკა 10’ (0:1); დი ნატალე 26’ ; 31’ (2:1); ედერი 53’ (2:2); სორიანო 55’ (2:3); დი ნატალე 88’ (3:3)
გოლები: ლოდი 65’ (1:0); კონე 80’ (1:1); ბერგესიო 90’ (2:1)
გოლები: სილვესტრი 8’ (ს.კ.); ლიორენტე 15’ ; მარკიზიო 40’
გოლი: ფეტფაციდისი 83’
გოლი: ბიგლია 94’
გოლები: კალიეხონი 5’ (1:0); საპატა 13’ ; 25’ (3:0); მერტენსი 61’ (4:0); იტურბე 66’ (4:1); მერტენსი 77’ (5:1)
გოლები: ანდრეოლი 41’ (0:1); ობინა 73’ ; 89’ (2:1)
გოლები: ამაური 62’; 80’
გოლები: მუნტარი 2’ (1:0); დე იონგი 27’ (2:0); ზაზა 90’ (2:1)
გოლები: როსი 57’ (1:0); ლარონდო 67’ (1:1); რებიჩი 79’ (2:1); კურტიჩი 84’ (2:2)