კურტუა: “თუ სხვა გუნდში გადავალ, აუცილებლად ვითამაშებ”
მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯი ტიბო კურტუა აცხადებს, რომ მან ჯერ არ იცის, როგორ განვითარდება მისი მომავალი, თუმცა თუ სხვა გუნდში გადასვლა მოუწევს, მას იქ სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსის” კუთვნილებაა და არ არის გამორიცხული, სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე ჟოზე მოურინიოს გუნდში გადაბარგდეს.
“ესპანეთის ჩემპიონი გავხდი, რაც ძალიან მიხარია. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, რა მოხდეება მომავალ სეზონში. წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატია, ამიტომ სხვა თემაზე ფიქრი არ შემიძლია.
“ჩელსისთან” კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წელი დარჩა. თუ სხვა გუნდში გადავალ, იქ სათამაშო პრაქტიკა აუცილებლად უნდა მქონდეს. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ჩემთვის ფულზე მეტად მნიშვენლოვანი სწორედ სათამაშო პრაქტიკაა. ჩეხი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მას დიდ პატივს ვცემ. ბევრი რამ “ჩელსიზეა” დამოკიდებული”, – ამბობს კურტუა.