ინგლისის საგრაფოები U20 V საქართველო U19 – პირველი მატჩი
- ინგლისის საგრაფოები U20 – საქართველო U19
- ინგლისური ტურნეს პირველი, სპარინგ-მატჩი
- 21 მაისი, 19:00 (22:00 თბილისის დროით)
- რ.კ. ‘შელფორდის’ მოედანი, ქემბრიჯი
საქართველოს 19 ორი დღის წინ გაემგზავრენენ ინგლისში, სადაც საგრაფოთა ნაკრების 20 წლამდელებთან ორ მატჩშ გამართავენ. ინგლისური ტურნეს პირველი, სავარჯიშო ტიპის შეხვედრა,დღეს, 21 მაისს – რაგბის კლუბ ‘შელფორდის’ მოედანზე, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
რამოდენიმე დღის შემდეგ, 24 მაისს, გუნდები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა, რაგბის კლუბ „ქემბრიჯის“ სტადიონ – ვოქალ პარკზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.
ქართული რაგბის ქომაგებს გვინდა ვაცნობოთ, რომ ორივე შეხვედრის ჩანაწერის ხილვა შესაძლებელი იქნება საქართველოს რაგბის კავშირის Youtube.com და Myvide.ge ოფიციალურ არხებზე, მატჩების დასრულებიდან მეორე დღეს.
აღნიშნული ტურნე საქართველოს 19 წლამდელების საპასუხო ვიზიტია. შარშან მაისში, ინგლისის საგრაფოთა ნაკრების U20 გუნდი თბილისში იმყოფებოდა.
წლამდელთა ნაკრები ინგლისში გაემგზავრა, სადაც ორ შეხვედრას გამართავს ინგლისის საგრაფოთა ნაკრების 20 წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ. 21 მაისს გუნდები ერთმანეთს სავარჯიშო ტიპის სპარინგ–მატჩში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კემბრიჯში, რაგბის კლუბ ‘შელფორდის” მოედანზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. რამოდენიმე დღის შემდეგ, 24 მაისს, გუნდები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა, რაგბის კლუბ „ქებრიჯის“ სტადიონ – ვოქალ პარკზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.
ინგლისის საგრაფოები U20 V საქართველო U19
21 მაისი, 2014
ქართული რაზმი:
შერკინება
1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ), 3. ბექა კაკაბაძე, 4. ოთარ გიორგაძე, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ზოიძე, 8. ბექა გორგაძე
ღერძი
9. ვასო ლობჟანიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი
ხაზი
11. დავით გულიტაშვილი, 12. თემურ ირემაძე, 13. დევი დევსურაშვილი, 14. ირაკლი სვანიძე, 15. გიორგი ბაბუნაშვილი
მარქაფა
16. თორნიკე მატარაძე, 17. გიორგი ტორაძე, 18. ვანო მარგალიტაძე, 19. ჟორა მღებრიშვილი, 20. გიორგი ჯავახია, 21. თემურ თუთბერიძე, 22. სანდრო ილურიძე, 23. დავით ლობჟანიძე
Rugby.GE