WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (178548) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

U19 – უკვე ლოზანაში, სრული შემადგენლობით

თარიღი: მაისი 23, 2014

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები უკვე შვეიცარიაში იმყოფება. გუნდი გერმანიიდან ლოზანაში გუშინ, ნაშუადღევს ჩავიდა. თბილისიდან ნაკრებს შეუერთდნენ გიორგი პაპუნაშვილი და მათე ცინცაძე, რომლებიც 21 მაისს, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის მფლობელები გახდნენ.

ნაკრების საბოლოო, 18-კაციანი შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“)

მცველები: ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე (ორივე „ლოკომოტივი“ თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“)

ნახევარმცველები: ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე „დილა 2“, გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ლოკომოტივი“ თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“ თბილისი), დათო დარციმელია („სევასტოპოლი“, უკრაინა), ილია კერძევაძე (“დილა 2”, გორი)

 

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელებმა დასკვნითი შეკრება გერმანიაში, გარმიშ პატერკირხენში გაიარეს, სადაც ერთი ამხანაგური მატჩი გამართეს „ბაიერნის“ 19-წლამდე გუნდთან  – 1:1.

გუშინ საღამოსვე, ვასილ მაისურაძის გუნდმა ლოზანაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ფეხბურთელები მობილიზებულები და კონცენტრირებულები არიან. საბედნიეროდ, ჯანმრთელობის პრობლემებსაც არავინ უჩივის.

ელიტრაუნდის მე-3 ჯგუფის გუნდები – შვეიცარია, ისრაელი, საქართველო და კვიპროსი ლოზანაში, სასტუმრო „Movenpick“- ში არიან დაბინავებული. თუმცა, ამ ეტაპზე, აქ ჯერ მხოლოდ შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებები არიან. ისრაელისა და კვიპროსის დელეგაციები ხვალ, დღის განმავლობაში ჩამოვლენ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 25 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ლოზანაში, „ხუან-ანტონიო სამარანჩის“ სტადიონზე გამართავს. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას ქართველი გულშემატკივარი „სილქ სპორტის“ მეშვეობით შეძლებს.

სფფ-ის პრესსამსახური

ლოზანა, შვეიცარია



მსგავსი სიახლეები