ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალმა გაიმარჯვა
ლისაბონში მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში გამარჯვება “სამეფო კლუბის” წარმოამდგენელბმა მოიპოვეს.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა. ანგარიში 36-ე წუთზე დიეგო გოდინმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში შეცდომა იკერ კასილიასმა დაუშვა.
მეორე ტაიმში “რეალმა” შეუტია და ბოლო წუთებზე შტურმიც კი მოაწყო, რაც მსაჯის მიერ მესამე კომპენსირებულ წუთზე გოლში გარდაისახა. თავი სერხიო რამოსმა გამოიჩინა.
დამატებულ დროში რეალის უპირატესობა თვალსაჩინო იყო. 110-ე წუთზე დი მარიას შესანიშნავი გარღვევის შემდეგ გარეთ ბეილმა “რეალი” დააწინაურა. 118-ე და 120-ე წუთებზე ჯერ მარსელომ, შემდეგ კი რონალდუმ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
“რეალი” 12-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის თასს კიდევ ერთხელ დაეუფლა.
“რეალი”: კასილასი, კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, კოენტრაუ, ხედირა, მოდრიჩი, დი მარია, ბეილი, კრიშტიანუ რონალდუ, ბენზემა.
“ატლეტიკო”: კურტუა, ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუისი, გაბი, ტიაგო, რაულ გარსია, კოკე, ვილია, დიეგო კოსტა.