“ჰერტა” იაპონელი ფორვარდით გაძლიერდა
ბერლინის “ჰერტა” იაპონელი ფორვარდით, გენკი ჰარაგუჩით გაძლიერდა. ინოფრმაციას ბერლინური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს. 23 წლის იაპონელი გასულ სეზონში სამშობლოში, “ურავა რედ დაიმონდსის” ღირსებას იცავდა.
იაპონურ ლიგაში ბერლინური კლუბის ახალწვეულმა 162 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 33 გოლის გატანა მოახერხა. ჰარაგუჩის იაპონიის ნაკრების შემდაგენლობაში სამი მატჩი აქვს ჩატარებული.