„ოკლაჰომამ“ სერიაში ანგარიში შეამცირა (ვიდეო)
გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა. ამჯერად მატჩი „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ დარბაზში შედგა, გამარჯვება კი 9 ქულით „თანდერმა“ მოიპოვა, რითაც სერიაში ანგარიში შეამცირა.
საუკეთესო მასპინძელთა რიგებში რასელ უესტბრუკი იყო, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. მასზე ერთი ქულით ნაკლები თავის ანგარიშზე კევინ დურანტმა ჩაიწერა. რაც შეეხება სტუმრებს, მათ შემადგენლობაში მანუ ჟინობილი გამოირჩა, რომლის შედეგმაც 23 ქულა შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ თამაში „თანდერის“ ესპანელმა ფორვარდმა სერჟ იბაკამ მოახერხა, რომელმაც სერიის დაწყების წინ ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი მიმდინარე სეზონში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.
„ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ – „სან-ანტონიო სპურსი“ 106:97
„თანდერი“: უესტბრუკი (26 ქ. 8 მ. 7 გ. 3 ჩ. 5 დ.), დურანტი (25 ქ. 10 მ.), იბაკა (15 ქ. 7 მ. 4 ბ.), ჯექსონი (15 ქ. 5 პ.), ადამსი (7 ქ. 9 მ. 4 ბ.)
„სპურსი“: ჟინობილი (23 ქ.), დანკანი (16 ქ. 8 მ.), ლეონარდი (10 ქ.), პარკერი (9 ქ.), გრინი (8 ქ.), დიაო (6 ქ. 6 მ. 6 პ.)