სპორტიდან სიგიჟემდე
რამდენიმე თვის წინ ოსკარ პისტორიუსი მკვლელობის ბრალდებით ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს სამკურნალოდ. გავიხსნეოთ სპორტული სამყაროს სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც ფსიქიატრის დახმარება დასჭირდათ.
ოსკარ პისტორიუსი
პაროლიმპიური თამაშების ექვსი გზის გამარჯვებულის ცხოვრება 2013 წლის 14 თებერვალს რამდენიმე წუთში შეიცვალა. სწორედ ამ დღეს, მისი მეგობარი გოგონა სახლში მოკლული იპოვეს. სასამართლომ ეჭვი სპორტსმენზე მიიტანა და პისტორიუსიც ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს სამკურნალოდ, სადაც ტესტების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბოლოო დასკვნა დაიდება.
ტომ კეინი
ტომ კეინი ამერიკული ფეხბურთი ნამდვილი ვარსკვლავი იყო, თუმცა 10 წლის წინ ის შემზარავი ისტორიის მთავარი მოქმედი პირი გახდა – კეინს მეუღლე ცემაში შემოაკვდა. ექიმების თქმით, სპორტსმენს აღნიშნული ქმედება განძრახული არ ჰქონია და ის დეპრესიის მძიმე ფორმით იყო განპირობებული. ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევები შემდეგ კეინი ციხეში გაუშვეს, სადაც მას 18 წელი მიესაჯა.
დიეგო მარადონა
პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელს საბედნიეროდ არავინ არ მოუკლავს, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარ ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს, რაც ფსიქიატრიულ კლინიკა “კასტელარში” მკურნალობის მიზეზი გახდა. თუმცა, ეს კურსი საკმარისი არ აღმოჩნდა და მარადონა 2007 წლამდე რეგულარულად მიმართავდა ფსიქიატრებს.
სებასტიან დაისლერი
ფეხბურთის სამყაროდან ფსიქიატრების ხშირი პაციენტი სებასტიან დაისლერია. ნიჭიერი გერმნელი თანაგუნდელების მხრიდან როგორც ძალიან სენტიმენტალური და მგრძნობიარე ადამიანი ხასიათდებოდა, რაც თავად დაისლერსაც არაერთხელ დაუდასტურებია.
პირველი სერიოზული დეპრესიული შემთხვევა დაისლერს 2002 წელს მოუვიდა, როდესაც ტრავმის გამო მუნდიალზე ვერ გაემგზავრა. ამას შემდეგ ოჯახური კონფლიკტეს დაემატა. თუმცა ყველაზე ძლიერი დარტყმა დაისლერმა 2006 წელს მიიღო, როდესაც კარიერის ბოლო მუნდიალის წინ ისევ დაშავდა და ცხოვრების მთავარი ოცნებაც ვერ აისრულა. დაისლერი ამ შემთხვევის შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. ერთ წელიწადში კი, კარიერაც დაასრულა.
ვლასტიმილ პეტრჟელა
ფსიქიატრების დახმარებით ფეხბურთელების გარდა მათი დამრიგებლებიც სარგებლობენ. “ზენიტის” და “ნეფტჩის” ყოფილი დამრიგებელი ვლასტიმილ პეტრჟელა ექიმებთან 2008-ში მივიდა, როდესაც აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება აღმოჩინა, რაც მას საყვარელი საქმის კეთებაში უშლიდა ხელს. საერთო ჯამში მწვრთნელმა 19 მილიონი ევრო წააგო. თუმცა, მკურნალობის კურსის შემდეგ, სლოვაკ სპეციალისტს აღნიშნული პრობლემა აღარ ჰქონია.
ამჟამად პეტრჟელა ჩეხეთის დაბალ ლიგაში მუშაობს.