დინამოს ბილეკი გაწვრთნის?
თბილისის “დინამო” მოლაპარაკებებს ჩეხეთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელთან მიხალ ბილეკთან აწარმოებს. გავრცელებული ინფრმაციით ჩეხი სპეიალისტი თბილისში იმყოფებოდა მოსალაპარაკებლად და დიდი ალბათობით საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს სწორედ ის ჩაიბარებს.
49 წლის ბილეკს ჩეხეთის ნაკრების გარდა უმუშავია “რუჟემბეროკში”, პრაღის “სპარტაში”, პლზენის “ვიქტორიაში” და ბიშანის “ხმელში”. ბილეკს ორჯერ ჩეხეთის თასი და ჩემპიონის ტიტულიც აქვს მოგებული.
წარმატებული იყო მისი სანაკრები კარიერაც, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბილეკის გაწვრთნილმა ჩეხეთის ეროვნულმა ნაკრებმა 1/4-ფინალში პორტუგალიასთან მინიმალური ანგარიშით წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. ჯგუფურ ეტაპზე კი, საბერძნეთის, რუსეთი და მასპინძელ პოლონეთის ნაკრებებს აჯობა.
ბილეკის გარდა განიხილებოდა ავსტრიული “შტურმის” ყოფილი დამრიგებლის ფრანკო ფოდას და პორტუგალიელი სპეციალისტის კანდიდატურაც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ბილეკზე შეჩერდა.