საქართველომ საუდის არაბეთი დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო – ეს უკანასკნელ პერიოდში იშვიათი შემთხვევაა.
თემურ ქეცბაიამ ზედიზედ ორ ორი შეხვედრა უკანასკნელად 2012 წელს მოიგო, მან ამხანაგურ მატჩში ლუქსემბურგს სძლია 2:1, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელარუსს მოიგო 1:0.
ამის შემდეგ ზედიზედ ორი კი არა, საერთოდ ჩვენს ნაკრებს გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული 2014 წლის მარტამდე.
ცნობისთვის, ამ 2 წლის მანძილზე, საქართველოს ნაკრებმა 11 მატჩი ჩაატარა. აქედან 3 ფრედ დაასრულეს, 8 კი წააგეს.
ახლა რაც შეეხება, ამჟამინდელ მდგომარეობას. 2014 წელს ქეცბაიამ ჯერ ლიხტენშტეინს მოუგო 2:0 ახლა კი იმავე ანგარიშით საუდის არაბეთს სძლია.
შეხვედრაში პირველი გოლი, თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა 45-ე წუთზე, მეორე კი ვლადიმერ დვალიშვილმა 71-ე ზე. ასეა თუ ისე, ქართველი ქომაგი გახარებულია მოპოვებული გამარჯვებით, თუმცა.. კვლავ არის სალაპარაკო თემა.
ქართველი გულშემატკივარი, მართალია კმაყოფილია შედეგით, თუმცა მათ ლამაზი თამაში სურთ. გულშემატკივართა უმრავლესობა ულამაზო თამაშს უჩიოდა. ბევრი ფიქრობს, რომ “სვარკის” სტილი თამაში არ არის მომგებიანი და ეს საკმაოდ ცუდი საყურებელია მათთვის. ასევე, იმასაც მოიაზრებენ, რომ ამ თამაშით ბევრს ვერ მიაღწევს ნაკრები.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: კანკავა, კაშია, ყაზაიშვილი, ხუბუტია, კობახიძე, კვირკველია, ლობჟანიძე, ლორია, მარცვალაძე ოქრიაშვილი.
შეცვლაზე შემოვიდნენ: ძარია, კაკუბავა, პაპავა, სალუქვაძე, დვალიშვილი, ხმალაძე.
ასეა თუ ისე, თემურ ქეცბაიას გუნდმა შეხვედრა მოიგო, რაც სასიამოვნოა, რადგან უკანასკნელი ორი წლის მანძილზე არ ვიყავით განებივრებული გამარჯვებებით. როგორც ნახეთ, ზედიზედ 11 მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა ნაკრებს ლიხტენშტეინთან მატჩამდე.
რაც შეეხება ჩვენს გუშინდელ მეტოქეს, ისინი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ. არაბები აზიაში D ჯგუფის მე-3 პოზიციაზე გავიდნენ.
4 გუნდიან ჯგუფში, მათ მე-3 ადგილი დაიკავეს და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩნენ ომანს. პირველი ადგილით აქ ავსტრალია გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.