დე ხეა ვერ ითმენს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე, დავიდ დე ხეა იმედოვნებს, რომ მისი დებიუტი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში პარასკევს, ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ შედგება.
“მოწინააღმდეგის სახელს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ვალდებულები ვართ გამარჯვებას მივაღწიოთ. ძალიან მინდა პირველი ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი მქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდში კონკურენცია წარმოუდგენლად დიდი, მის რიგებში ვარჯიშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.”
“ჩვენს გუნდში ირიცხებიან ფეხბურთელები, რომელთაც ყველაფერს მიაღწიეს როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე. მაგრამ არასდროს კარგავ ახალ-ახალი გამარჯვებების მიღწევის წყურვილს.” – აცხადებს დე ხეა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/