გორგოძე და ქუბრიაშვილი ბარბაროსების სასტარტოში
კვირას, 1 ივნისს, ინგლისური რაგბის საშინაო არენა ‘თვიქნემზე’ ბარბაროსები ინგლისის ნაკრებს ეთამაშებიან.
წლეულს ‘ბააბასში’ სამ ბორჯღალოსანს – დავით ზირაქაშვილს, დავით ქუბრიაშვილსა და მამუკა გორგოძეს უხმეს. სამწუხაროდ დავით ზირაქაშვილმა ფეხის ტრავმა მიიღო – ნეკი მოიტეხა და ამიტომ მას ინგლისის წინააღმდეგ ვერ ვიხილავთ. მამუკა გორგოძე დადავით ქუბრიაშვილი სასტარტო თხუთმეტეულში არიან.
შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათზე (ლონდონურად 15.00) დაიწყება. შეხვედრას პირდაპირ ეთერში Sky Sport 1 გადმოსცემს.
სტრიმი შემდეგ ბმულებზე დაიდება:
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
ინგლისი: 15. ელიოტ დეილი, 14. სემესა როკონდუგანი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12. სემ ჰილი, 11. ჩარლი შარპლზი, 10. ჰენრი სლეიდი, 9. ჯო სიმპსონი,
1. როს ჰარისონი, 2. რობ ბიუქენენი, 3. ქაილ სინქლერი, 4. მაიქლ პატერსონი, 5. გრეემ ქიჩენერი (კაპ), 6. ჯემი გიბსონი, 7. ლუქ ვოლესი, 8. დეივ იუერსი
მარქაფა: 16. ტომი ტეილორი, 17. ფრეზერ ბალმეინი, 18. ვილ ქოლიერი, 19. ჩარლი მეთიუზი, 20. ჯეიმზ გესქელი, 21. დენ რობსონი, 22. ოლი დევოტო, 23. რობ მილერი
ბარბაროსები: 15. ხუან მარტინ ერნანდესი, 14. ჯო როკოთოკო, 13. რენე რეინჯერი, 12. ბენსონ სტენლი, 11. ჰოსეა გიარი, 10. ბროკ ჯეიმზი, 9. ჯიმი ქოუანი.
1. სონა ტაუმალოლო, 2. ტიჰი პაულო, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. დონაქა ოქალაჰენი, 5. ჟანდრე კრიერი, 6. ხუან მანუელ ლეგისამონი (კაპ), 7. ალეკსანდრ ლაპონდრი, 8. მამუკაგორგოძე.
მარქაფა: 16. ენდრიუ ჰორი, 17. ჟიულიან ბრიუნიო, 18. ნაუელ ლოვო, 19. ჯო ტეკორი, 20. როჯერ ვილსონი, 21. ტომა კუველი, 22. ფრანსუა ტრენ-დიუკი, 23. ენტონი ტუიტავაკე.
Rugby.GE